პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მედიკამენტები და სხვა საშუალებები ბავშვისთვის განკუთვნილი პირველადი დახმარების ყუთი ყველა ოჯახში უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი ყუთები არ იყიდება აფთიაქებში. თქვენ თავად მოგიწევთ გამძლე, კომპაქტური ყუთის დაკომპლექტება აუცილებელი და საჭირო მედიკამენტებით.
ყუთი უნდა იკეტებოდეს კარგად. სასურველია, რომ ჰქონდეს სხვადასხვა განყოფილება. უნდა იდოს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ოჯახის ყველა წევრმა, პატარას გარდა, უნდა იცოდე,ს სად დევს პირველადი დახმარებისთვის განკუთვნილი ყუთი. შეარჩიეთ უსაფრთხო ადგილი. მოარიდეთ მზის სხივებს და სითბოს.
მაშ ასე, დავიწყოთ ყუთის შევსება:
მაკრატელი - სხვადასხვა საჭიროებისთვის, მაგალითად, ტანსაცმლის სწრაფად მოსაშორებლად მაგალითად დამწვრობის დროს. ერთჯერადი ხელთათმანები - სისუფთავისთვის. თხევადი საპონი - ჭრილობის ადვილად მოსაბანად. სტერილური ბინტი. ელასტიური ბინტი. წყალბადის ზეჟანგი. ბამბა. სანტავიკი. შპრიცები. თერმომეტრი. 5% ინი იოდის ხსნარი - ჭრილობების გარშემო ადგილის დასამუშავებლად. ინსტრუმენტების გასასტერილებლად. სადეზინფექციო ხსნარი (აეროზოლის ფლაკონში) - ჭრილობებისთვის. ანტიბაქტერიული მალამო - ნაკბენისთვის. დამწვრობის მალამო და აეროზოლი. სითხის დანაკარგის შემავსებელი საშუალებები - იგივე რეგიდრონი. თუ მისი ყიდვა დაგავიწყდათ, შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში. რეცეპტი: - 1 ლიტრი წყალი + 2 სუფრის კოვზი შაქარი + 1 ჩაის კოვზი მარილი +1 ჩაის კოვზი სოდა. აქტივირებული ნახშირი - მოწამვლის, ალერგიის, გაზების დროს. სიცხის დამწევი საშუალებები - სუსპენზიის, სანთლების და ტაბლეტების სახით. ადგილობრივი ალერგიის საწინააღმდეო საშუალებები. ალერგიის საწინააღმდეგო სუსპენზია. ჰორმონალური ანტიალერგიული საშუალებები - მაგ ანაფილაქსაციური შოკის დროს. ცხვირის წვეთები ფიზიოლოგიური ხსნარი. ოყნა. გლიცერინის სანთლები. ანტისეპტიკური საშუალებები თვალისთვის.
ამ ყველაფერს დაუმატეთ ის საშუალებები, რაც კონკრეტულად თქვენს შვილს უფრო ხშირად სჭირდება ხოლმე - ზოგიერთ ბავშვს ყელი აქვს სუსტი, ზოგს - ცხვირი, ზოგიერთი ალერგიულია, სხვას სხვა პრობლემები აქვს. სწორედ ამ საჭიროების მიხედვით შეავსეთ აფთიაქი.
სანამ ბავში ჯანმრთელადაა, მანამდე დააკომპლექტეთ გადაუდებელი დახმარების ყუთი. წამლებს დააწერეთ დოზები, რადგან ექსტრემალურ პირობებში ამის დრო არ გექნებათ. ნებისმიერ გადაუდებელ დახმარებას მომზადებული შეხვდებით და ნაკლებს ინერვიულებთ.
მშობლების ცხოვრების გასაიოლებლად, არსებობს უკვე შედგენილი კომპლექტები, განსაკუთრებით პირველადი დახმარებისთვის რაც დაგჭირდებათ. მაგალითად, კომპანია Your Safety ახორციელებს სხვადახვა სეგმენტისთვის განსაზღვრულ და დაკომპლექტებულ უსაფრთხოების/პირველი დახმარების ყუთების იმპორტს და ასევე გვთავაზობს ბავშვთა პირველი დახმარების ჩანთას, სადაც ყველაფერია, რაც დაგჭირდებათ პირველადი დახმარებისთვის.