რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტია აუცილებლობა და მიზეზი სასეირნოდ თემა - სეირნობა მჭიდროდაა დაკავშირებული დღის რეჟიმთან, ჩაცმულობასთან და კითხვასთან - რით ვისუნთქოთ. ჯანმრთელობისთვის ადამიანს ნებისმიერ ასაკში სჭირდევა გარეთ სეირნობა და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი ავად ხდება? ბევრი ამ დროს ერიდება პატარის გარეთ გაყვანას. სინამდვილეში როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ არ არის დანიშნული წოლითი რაჟიმი, შეიძლება თუ არა მწვავე რესპირატორული დაავადების დროს თბილად ჩაცმა და სეირნობა? ამ აქტუალურ თემაზე ექიმი კომაროვსკი გვაძლევს პასუხებს.
სიტყვა სეირნობა გულისხმობს შენობის გარეთ ყოფნას და უშუალო კონტაქტს მზესთან, სუფთა ჰაერთან, წვიმასთან და თოვლთან. ამ დროს არ არსებობს ცალსახა პასუხი: "შეიძლება“ ამ დროს გარეთ სეირნობა თუ „ არ შეიძლება“. გასაგებია, რომ გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორებისა. ესენია: დაავადების დიაგნოზი, ბავშვის მდგომარეობა, ასაკი, ამინდი „გარეთ“ და „სახლში“, ჩატარებული სამკურნალო პროცედურები, საორგანიზაციო პირობები. განვიხილოთ თითოეული პუნქტი.
თუ რესპირატორული ალერგოზი წარმოიშვა სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ამ შემთხვევაში პირდაპირი ჩვენებაა გარეთ სეირნობა.
რა თქმა უნდა, არავინ არ გაიყვანს ბავშვს გარეთ, როდესაც მას აქვს ტემპერატურა. მეორე საკითხია როდესაც ბავშვი ითხოვს გარეთ გაყვანას, ხოლო ჩვენ ვერ ვწყვეტთ, შეიძლება თუ არა. ამ დროს ბავშვის მდგომარეობის და ასაკის გათვალისწინებით უნდა ავირჩიოთ, ვასეირნოთ ფეხით, საბავშვო ეტლით, თუ დავჯდეთ პარკში და წავუკითხოთ ზღაპრები. არც ისაა დასამალი, რომ ბავშვების უმეტესობას წყნარად ჯდომა არ შეუძლია. ნებისმიერი სეირნობა მთავრდება გაქცევა- გამოკიდებით, აკრძალვებით და ა.შ. ასეთი სეირნობა, დამეთანხმებით, სარისკოა და არავითარ სარგებლობას არ მისცემს ბავშვს. პირიქით - ფიზიკური დატვირთვა რესპირატორული დაავადების ფონზე გამოიწვევს გართულებებს.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტია აუცილებლობა და მიზეზი სასეირნოდ. პატარა ჯერ არ ეკონტაქტება თანატოლებს, ფიზიკურად არ იტვირთება, შესაბამისად არ ოფლიანობს და ა. შ. უმეტეს სიტუაციაში სეირნობა - ეს არ არის თვითმიზანი, ბავშვის ახირება, დედიკოს „გართობა“ და ექიმის საეჭვო დანიშნულება. სეირნობა - არის მკურნალობა! განვიხილოთ ერთი მომენტი. როდესაც შევისუნთქავთ გრილ ან ცივ ჰაერს, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა ბრონქებში, აქტიურდება სეკრეტორული ჯირკვლები და იმატებს გამონადენი. თუ ბავშვს სეირნობის დროს გაუძლიერდა ხველა, გაჩნდა ნახველი, რომელიც სახლში არ იყო, ეს არის ძალიან დადებითი ნიშანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ეძლევა რეალური შანსი ნახველის ამოხველებისა, რომელიც დაუგროვდა სასუნთქ გზებში. ამიტომ კი არ უნდა გავაქციოთ სახლში და ჩავთბუნოთ, არამედ ვასეირნოთ რაც შეიძლება მეტი, რათა გათავისუფლდეს ნახველისაგან. თუმცა, ოჯახის წევრების ქმედება ხშირად საწინააღმდეგოა. საკმარისია ბავშვმა წამოახველოს ქუჩაში, მას სასწრაფოდ მიარბენინებენ სახლში. ამის შემდეგ ხდება შემდეგი - ლორწო გამოიყო და შესაბამისად მოიმატა მოცულობაში. თუ სეირნობას შევწყვეტთ, ბავშვს გაუჭირდება სუნთქვა და მშობელი გააკეთებს „ლოგიკურ“ დასკვნას. ე.ი. გავედით სასეირნოდ და უარესად გახდა. ამიტომ ან მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე, ან საერთოდ ნუ დაიწყებთ. ისეთი დაავადებებისას, რომლის დროსაც ხდება ლორწოს გაძლიერებული გამოყოფა (კრუპი, ყივანახველა, ობსტრუქციული ბრონქიტი), სუფთა და გრილი ჰაერი წარმოადგენს მთავარ ფაქტორს მკურნალობის თვალსაზრისით და ვერ შეედრება მას ყველა ერთად აღებული წამალი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ