ცნობილი მსახიობი მკაცრად გააკრიტიკეს - მისი 5 წლის გოგონა ისევ პამპერსით დადის - მშობლები

ცნობილი მსახიობი მკაცრად გააკრიტიკეს - მისი 5 წლის გოგონა ისევ პამპერსით დადის

2020-05-22 15:09:36+04:00

ცნობილმა მსხიობმა, 39 წლის კრისტენ ბელმა, რომელიც ორ შვილს ზრდის, გაბედა და თავის ერთ-ერთ შოუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ვერ ახერხებს, 5 წლის გოგონა საფენებს გადააჩვიოს და ქოთანს მიაჩვიოს.

"ახლა ჩემი შვილი ხუთი წლის არის და კვლავ პამპერსს ატარებს", - აღიარა კრისტენმა.

ბავშვების აღზრდაში ძალიან ეხმარება ქმარი - ასევე ჰოლივუდის მსახიობი დექს შეპარდი, თუმცა ამ პრობლემას ვერც გაერთიანებული ძალებით უშველეს და ძალიან ღელავენ.

კრისტენის ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ინტერნეტში მკაცრად გააკრიტიკეს ბელი. ზოგმა უყურადღებობაში დაადანაშაულა, ზოგმა - უნებისყოფობაში, სხვებმა ურჩიეს - ექიმთან მიიყვანოს ბავშვი და გაასინჯოს, დარღვევა ხომ არ აქვს.

mshoblebi

ბევრმა გაკიცხა კრისტენი გულახდილობის გამოც. "ისინი ბავშვების ფოტოებს ფარავენ ხოლმე, კონფიდენციალურობის გამო, მაგრამ ამ დროს იმას ყვებიან, რომ მათი 5 წლის ქალიშვილი პამპერსით დადის. 10 წლის მერე რომ წაიკითხავს მათი ქალიშვილი ამას, მოეწონება?"