ჩვეულებრივი დიასახლის ყოველდღიური ცხოვრების წესი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულია. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს, ამჩნევენ, რომ უბრალო დიასახლისების ცხოვრებისეული წვრილმანები ქვეყნების მიხედვით ძალიან განსხვავდება. აღმოჩნდა, რომ ქართველი დიასახლისების წეს-ჩვეულებები, ჩვენ რომ არაფრით აღსანიშნავი არ გვგონია, ძალიან მოსწონთ უცხოელ სტუმრებს. ამჯერად, რუს ანა შემეტს მოვუსმინოთ, თუ რამ გააოცა ქართველი დიასახლისების ყოველდღიურ ჩვევებში და მიგნებებში და მიიჩნია სასარგებლოდ:
"რა უნდა ვისწავლოთ ქართველი დიასახლისებისგან
1. სანელებლების მიმართ მიდგომა
რატომ მიიჩნევა ქართული სამზარეულო ერთ-ერთ ყველაზე პიკანტურად და გემრიელად? ყველაფერი განსაკუთრებული რეცეპტების დამსახურებაა, რომლებიც თაობებმა გამოცადეს. ამ რეცეპტების საფუძველი კი სანელებლები და სუნელებია.
დაივიწყეთ უნივერსალური ნაზავები, რომლებიც სუპერმარკეტებში იყიდება ჩვენთან. გარდა იმისა, რომ ასეთი ნაზავები კაცმა არ იცის, რით არის ხოლმე გაყალბებული და რას გვასაღებენ, განსაკუთრებულ გემოსა და სუნსაც ვერ მიანეჭებენ თქვენს საჭმელს.
ქართველი დიასახლისები თავად აზავებენ ცალკეულ სანელებლებს და თავადვე ამზადებენ ამ ნაზავებს. თავიდან გაგიჭირდებათ, რადგან სანელებლებში კარგად უნდა გაერკვათ და გაიგოთ, რომელი რომელ პროდუქტს უხდება - იქნება ეს ზაფრანა, ქონდარი, უცხო სუნელი თუ ხმელი ქინძი. თუმცა რომ გაერკვევით, ბაზარში ჯობს ისინი ცალ-ცალკე იყიდოთ, უფროც გაიგებთ მათ სურნელს და გეცოდინებათ, რა სანელებელს რასთან აზავებთ.
ქართველი დიასახლისების კერძები განსაკუთრებულია ხოლმე სწორედ მათი განწყობისა და ინტუიციით, ტრადიციული რეცეპტების მიხედვით შერჩეული სანელებლების გამო.
2. გაშრობის ხერხი
საქართველოში ტენიანობა საკმაოდ მაღალია, და ნებისმიერ სახლში ობიც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. სარეცხსაც რომ სახლში აშრობდნენ, ესეც ნეგატიურად აისახება მიკროკლიმატზე.
გარდა ამისა, გაშრობის პროცესიც მნიშვნელოვანია. დიახ, გარეთ გაფენილი სარეცხის ხელახლა გაჭუჭყიანების შანსი არსებობს, მაგრამ კარგ ამინდში მალეც შრება, ნიავდება, სახლს არ ნესტავს და თუ აივანზე არ გიდგათ საშრობი, სახლში მოგიწევთ თოკების გაჭიმვა, რაც ვიზუალურადაც ცუდია.
ასე რომ, დაუჯერეთ ქართველ დიასახლისებს და გააშრეთ სარეცხი გარეთ.
ქართულ სახლებში კი ხშირად ხილს მთლიანად მოგართმევენ. შეიძლება, ერთ დიდ თასში ჩადებული მოიტანონ და ყველა იღებს იმას, რაც სურს და თავის თეფშზე ჭრის.
თუ თასში დარჩება ხილი, რომელიც არავის მოესურვა, ის არ ფუჭდება და ისევ გამოიყენებს დიასახლისი ჩვეულებრივ. გარდა ამისა, მინმალიზმი ესთეტიკურადაც უკვე საკმაოდ მოდურია და მისაღებიც.
ჯერ ერთი, ძველებური ნივთები გაცილებით მყარი და ეკოლოგიურია. გარდა ამისა, ხელზე ნაყიდი ნივთები ხშირად ბევრად იაფია.
ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსი - მეორადი ნივთების ბაზრობაზე შეიძლება საოცარი რამ იპოვო, ძველებური სერვიზები, თუჯის ქვაბი, ან ისეთი რელიკვია, რომელიც შენი სახლის ინტერიერს ძალიან მოუხდება.
რაც უნდა დაჟინებით მივისწრაფოდეთ მომავლისკენ, ძველი თაობების გამოცდილება მაინც გასათვალისწინებელია და ხშირად, უფრო პრაქტიკულიც. ასე რომ, ქართველი დიასახლისების ეს ჩვევები ბევრს გამოგადგებათ.
ანა შემეტი