ნინო და თაკო გაჩეჩილაძეებს ყველა იცნობს და ძალიან პოპულარული დები არიან. ნინომ სამსახიობო სფეროში მიაღწია დიდ წარმატებებს, თაკომ - როგორც მომღერალმა.
დები გაჩეჩილაძეები
არც ისე დიდი ხნის წინ თაკო გათხოვდა და მეუღლის გვარზე გადავიდა - ახლა თამარა მილანოვაა, უკვე ორი შვილის დედა.
ბევრმა არ იცის, რომ დებ გაჩეჩილაძეებს ასევე თავიანთ საქმეში საკმაოდ წარმატებული მშობლები ჰყავთ. მათი მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელსაც ვარსკვლავიც გაუხსნეს ფილარმონიის წინ. დღეს თბილისის "ბიგ ბენდის" ხელმძღვანელია, წლების წინ კი ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო.
თინა გაჩეჩილაძე
სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე თინა, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მათი სიყვარულის ამბავი ქორწინებით დაგვირგვინდა და მშვენიერი თინა გაჩეჩილაძის შვილები არიან თაკო და ნინო, რომლებიც უდაოდ ძალიან გვანან დედას.
მშობლების გზას თაკო გაჰყვა და ბავშვობიდან მღერის.
ნინომ კი მსახიობობა არჩია და არც შემცდარა - მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია და სერიალ "ჩცდ"-ს ვარსკვლავი.
ნინო დიშვილთან ერთად
ეს ნინოს ფოტოებია ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესიიდან.