ირაკლი მაქაცარიას დის - ლანა მაქაცარიას შესახებ ფართო საზოგადოებას ცოტა ხნის წინ შეიტყო, როდესაც ის გათხოვდა და ძმამ მას გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. ქორწილში უამრავი ცნობილი ადამიანი იყო სტუმრად და ამ ფაქტზე ბევრი ინტერტენგამოცემა წერდა.
ამჟამად ირაკლის და ამერიკაშია მეუღლესთან ერთად და სულ მალე პატარას ელოდება.
რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ირაკლიმ ინსტაგრამზე ძალიან ემოციური ტექსტით მიულოცა:
"დღეს ჩემი ლამაზი და უსაყვარლესი ლანჩოს დაბადების დღეა. ყოველთვის ბედნიერი ყოფილიყავი, მიყვარხარ!
შემიძლია დაუსრულებლად ვწერო და ვილაპარაკო, როგორი პოზიტიური ხარ, კეთილი, ჭკვიანი. შემიძლია დაუსრულებლად მოვყვე, როგორ მედექი ყოველთვის გვერდით, მხარს მიჭერდი, ჩემი საყრდენი იყავი.
უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი და ხარ.
გისურვებ, რომ ეს წელი განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეს, როგორც ერთ-ერტი ყველაზე ბედნიერი პერიოდი შენს ცხოვრებაში. მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე. ველოდები ივნისს..."
მაქაცარიების ოჯახი