ტაილანდის მეფის მემკვიდრე პრინცი, 15 წლის დიპანგკორნი რა ხანია, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა და დედის ნახვის უფლებაც არ აქვს.
ტაილანდის მეფე რამა მე-10 არაერთხელ გამხდარა მამა, მაგრამ მის მხოლოდ სამ შვილს აქვს სამეფო ტიტული. მათ შორის ერთადერთი ვაჟია - 15 წლი დიპანგკორნი. სწორედ ის მიიჩნევა ტახტის მემკვიდრედ, მამის გარდაცვალების შემდეგ.
პრინცი 2005 წლის 29 აპრილს დაიბადა. მისი დედა მეფის მესამე ცოლი სრირასმია, თუმცა 2014 წელს პრინცესას ნათესავებს ყველა ტიტული და უფლებამოვალეობები ჩამოართვეს კორუფციული სკანდალების გამო. იმავე წელს რამა ცოლს გაშორდა.
პრინცზე ბევრი არაფერია ცნობილი. ცოტა ხნის წინ გერმანულ გამოცემა "ბილდში" გამოქვეყნდა მასზე სტატია. ბიჭი გერმანიაში ცხოვრობს, ფელდაფინგის შემოგარენში უშველებელ ვილაში. უამრავი მსახური ემსახურება და ნებისმიერ სურვილს უსრულებენ.
მხოლოდ ერთი სურვილი რჩება აუსრულებული - აკრძალული აქვს დედის ნახვა და წლებია, არ უნახავს.
ტაილანდში გავრცელდა ხმები, რომ დიპანგკორნ დონორად ზრდიან - ტაილანდელების თქმით, მეფე რამას იშვიათი დაავადება აქვს და მისი ვაჟი განიხილება მისი ძვლის ტვინის უჯრედების შესაძლო დონორად.
თავად ბიჭს აუტისტური სპექტრის აშლილობა დაუდგინეს. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მალავს მას მამამისი. იმ ძალიან მცირე შემთხვევებშიც, როცა ტაილანდში ჩამოდის, თან ახლავს ევროპელი მამაკაცი, რომელსაც მიიჩნევენ მის პირად მცველად და ფსიქოთერაპევტად.
გერმანული გამოცემების თანახმად, 2011 წლიდან ბიჭი ვოლფრატსჰაუზენის ვალდორფის სკოლაში დადის. საუბრობს გერმანულად უკეთ, ვიდრე ტაილანდურად.
ამასობაში კი მამამისს ახალი ფავორიტი ჰყავს - მისი 33 წლის ქალიშვილის, 33 წლის სირივანავარის საუკეთესო მეგობარი. რომელიც შესაძლოა ცოლად მოიყვანოს და მეორე კანონიერი ვაჟი, ტახტის კიდევ ერთი მემკვიდრეც გაუჩნდეს.