მომღერალ თიკა მახალდიანის დედის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. 50 წლის თამარ ანთელავა საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მოპირდაპირე კორპუსიდან პოლიციელის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე თიკა მახალდიანის და მისი მეუღლის თემო პირველაშვილის სახლში უჩვეულო მოვლენა მოხდა, რის შესახებაც პირველაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ფაქტია რასაც ხედავთ. ერთი წლის უკან ვაკურთხებინე სახლი, მეც ვესწრებოდი, მამაომ ეს სტიკერები, რომელზეც ჯვარია გამოსახული, თავის ხელით მიაკრა ყველა ოთახში და შესასვლელ კარზეც, აპკურა ნაკურთხი წყალი და წაუსვა ზეთი.