წელს წიგნის ფესტივალი ვირტუალურად პირველად ტარდება. 30 და 31 მაისს ვირტუალური პავილიონი დახვდება მკითხველს ვებგვერდზე www.biblusi.ge, სადაც ფასდაკლებით სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი. მათ შორის იქნება საბავშვო ლიტერატურაც.
გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს ბავშვებისათვის, რომელთა შესაძენადაც ვირტუალური ფესტივალის დღეები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ:
თუ ძილის წინ ბავშვებს ამ ზღაპრებს წაუკითხავთ, გვერწმუნეთ, რომ მათ თავიდანვე აღუძრავთ ინტერესს ჯადოსნური მოთხრობების მიმართ. ამ წიგნში თავმოყრილია ყველა დროის საუკეთესო და ყველასთვის საყვარელი ზღაპრები, ხოლო ბოლოში ცალკე თავებად აქცვს დართული მოკლე ისტორიები თავად ამ ზღაპრების შესახებ, როდის და როგორ დაიწერა, როდის დაიბეჭდა პირველად და სხვა საინტერესო ცნობები.
დიდი მწერლები, რომელთა უკვდავება დრომ უკვე გამოსცადა, ბავშვებისთვისაც ქმნიდნენ ნაწარმოებებს. დიდი ნაწარმოებების ფონზე მკითხველს შეუმჩნეველი დარჩა ის თხზულებები, რომლებიც მათ ბავშვებისთვის შექმნეს. ლევ ტოლსტოის, ვირჯინია ვულფის, ჯეკ ლონდონის, უილიამ ფოლკნერისა თუ ანტონ ჩეხოვის საბავშვო თზულებებზე ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა. არადა მათი შემოქმედებითი ოსტატობა ნამდვილად საჭიროა პატარა მკითხველის ლიტერატურული გემოვნების ჩამოსაყალიბებლად და დასახვეწად. სწორედ ამას ემსახურება საბავშვო წიგნების სერია "კლასიკოსები ბავშვებისთვის", რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მწერლების ის ნაწარმოებები შევიდა, რომლებიც მათ სწორედ ბავშვებისთვის დაწერეს.
ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაცია.
ეს წიგნი იმ მეამბოხე ადამიანებსა თუ ქალთევზებზეა, რომლებმაც სამყაროს შეცვლა მოიწადინეს. თანამედროვე სამყაროში ხომ ბევრი უსამართლობა და ბოროტებაა! ბოროტება კი მაშინ მარცხდება, როცა მისი აღარ გვეშინია. და მართლაც, იქნებ, მხოლოდ ისაა საჭირო, რომ უარი ვთქვათ შიშზე.
მიურჯინი ზღვის მეფის ქალიშვილია, მშვენიერი, ლურჯთვალა ქალთევზა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ადამიანთა სამყარო. ზღვის სამეფოში კი ასეთი წესია: გოგონას უფლება აქვს ავიდეს მაღლა, ნახოს ხმელეთი და ცა, ადამიანებსაც მოჰკრას თვალი, მაგრამ უკან უნდა დაბრუნდეს.
შონონ ჰეილი არის "New-york Times"-ის ერთ-ერთი გაყიდვადი ავტორი. ის ბავშვობიდან წერდა და ქმნიდა პატარა პიესებს. მან 10 წლიდან დაიწყო წერა და მეოთხე კლასში გადაწყვიტა, რომ სურდა ყოფილიყო მწერალი. მისი წიგნები მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ყველაზე ცნობილია : "პრინცესების აკადემია", რომელიც "New-york Times"-ის ყველაზე გაყიდვად წიგნების სიაშია.
"ეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დაარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ "ჩასაფრებულა", სადაც არ ელით."
ეს დევიდ უილიამსის მეშვიდე წიგნია. საძაგელი მამიდა გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გაიყიდა 50 000 ეგზემპლარი, ხოლო 4 კვირის შემდეგ ის გახდა წლის ბესტსელერი საბავშვო წიგნი. გამოირჩეოდა იმით, რომ საუკეთესო რეცენზიები მიიღო. წიგნის გამოსვლის შემდეგ 2 წელიწადში დაიგეგმა თეატრალური ტურნე, რომელიც 2 წლის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალობას.
"მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით.თუ ის არ გაძლევს უფლებას, საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს, ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს, თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო? მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანი არასდროს არის მარტო და სიკეთეც ყოველთვის იმარჯვებს... "
წაიკითხე დევიდ უოლიამსის "საძაგელი მამიდა" და სტელასა და ჭვარტლასთან ერთად იბრძოლე ბოროტების დასამარცხებლად.
კოსმოსური საქმე ძალიან საინტერესო და სახალისო წიგნია მოზარდებისთვის. თან ისეთი მოზარდებისთვის, ჩახლართული დეტექტივის და იუმორისტული წიგნების კითხვაც რომ უყვართ და ამავე დროს, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრიც იტაცებთ. ეს წიგნი სწორედ მათთვისაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წიგნი სავსეა სამეცნიერო ფაქტებით, რაც მოზარდის ცოდნას მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს.
მთვარის ბაზა "ალფაზე" მცხოვრები 12 წლის დეშილ გიბსონი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ერთ-ერთი პირველი ბინადარი მთვარეზე.
დეშილი ლამის ჭკუიდან გადავიდეს, რადგან ბავშვებს მთვარის ზედაპირზე გასვლა ეკრძალებათ. ისინი ბაზაზე, პატარა ფართობზე არიან გამოკეტილნი და გასართობი ბევრი არაფერი აქვთ. დეშს მხოლოდ ერთი თანატოლი ჰყავს და ისიც მთელ თავის დროს ვირტუალურ სამყაროში და კომპიუტერულ თამაშებში ატარებს.
და უცებ მთვარის ბაზა "ალფას" მთავარ მეცნიერს მკვდარს პოულობენ. დეშს ეჭვები უჩნდება, მაგრამ მისი არავის სჯერა.დეშმა იცის, რომ გარდაცვლილი მეცნიერი მნიშვნელოვანი აღმოჩენის მიჯნაზე იდგა და რომ ამ საიდუმლომ, შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს...
გრეგ ჯეიმზისა და კრის სმითის "ბავშვი ჩვეულებრივში" ბევრი საინტერესო რჩევის წაკითხვა შეგვიძლია, მაგალითად: როგორ უნდა მოიქცე, თუ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს. პასუხი კი ასეთია: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დათრგუნვილობას შეეგუო. იყავი ანჩხლი. სანამ ადამიანებს არ ეუზრდელები. ამით შეიძლება გაერთო კიდეც. იყავი ცოტა ხანს ბუზღუნა და ამით ისიამოვნე.
ეს არის ენციკლოპედია ყველაფერზე,რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! რა გზა განვლო სამყარომ დასაბამიდან დღემდე; როგორია კაცობრიობის განვითრების ეტაპები; რამ განაპირობა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმისა და უდიდეს ცივილიზაციათა გაქრობა და, იმავდროულად, ახლების ფორმირება; როგორია ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში და პირიქით; რა განაპირობებს სამყაროში წონასწორობას და როგორ კანონზომიერებას ეფუძნება დედამიწისა და, საზოგადოდ, სამყაროს მომავალი?
ამ წიგნში თავმოყრილია საინტერესო ცნობები, ილუსტრაციები, უცნობი და ცნობილი ფაქტები, ახალი ინფორმაცია, მსოფლიო რეკორდები; მდიდარი ფოტოარქივი ამომწურავ ცნობებს მოგაწვდით მრავალ სფეროში. გაიგეთ, როგორ ყალიბდება ვარსკვლავები, რა მიზეზებმა გამოიწვია რომის იმპერიის დაცემა, როგორ წარმოიქმნება ცუნამი და რატომ გადაშენდა ცხოველთა სამყაროს ესა თუ ის სახეობა.