ქმარი არის ადამიანი, რომელიც შენთან ერთად მოდის, მაგრამ წინ არ გისწრებს 9 წლის ქალიშვილის დედა სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს რჩევებს, რომლებიც სინამდვილეში მისი გოგონასთვის არის განკუთვნილი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
გოგომ "არას" გამო ბოდიში არ უნდა მოიხადოს. შეგიძლია, ყოველთვის გაისტუმრო უარით შეყვარებული, შეფი, უტაქტო დაქალი... გახსოვდეს, ამის სრული უფლება გაქვს. შეიძლება ძალიან გიყვარს, მაგრამ დედამისს ის შენზე ადრე უყვარდა. ასე რომ, პატივი ეცი იმ ქალის გრძნობებს. კულინარული უნარ-ჩვევები ძალიან გამოგადგება: ჯერ ერთი, შიმშილით არ მოკვდები და მეორე, შენს პირველ ბინაში გადაბარგებულს ეკონომიასაც გასწავლის. ტამპონებს არ გაეკარო. ყველა ქალს აქვს სიამოვნების მიღების უფლება. თუ ის ვაჟბატონი სხვანაირად ფიქრობს, სასწრაფოდ ჩაიცვი და წამოდი. მეგობრობა ყველაზე მომგებიანი პოზიციაა მამაკაცთან ურთიერთობაში - სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს, უკან დასახევად კი "ძმასავით გიყურებ" ყველაზე უმტკივნეულო არგუმენტია. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იაფფასიანი ვარცხნილობებით და უხარისხო კოსმეტიკით იარო. ორმაგი გადაიხადე და ყოველთვის მოწესრიგებულმა იარე. ჟაკლინ კენედის (აშშ-ის პირველი ლედი 1961-1963 წლებში) არასოდეს სცმია მოკლე, ტანზე მოტმასნილი შორტები, მაგრამ ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური იყო. მამაკაცი, რომელსაც ქმრად აირჩევ, არის ადამიანი, რომელიც შენთან ერთად მოდის, მაგრამ წინ არ გისწრებს. არცერთ დაქალს არ გაანდო შენი მთავარი საიდუმლო ფეხსაცმელი და ჩანთა ყოველთვის მოდურია, ამიტომ მხოლოდ საუკეთესო იყიდე. არაფერი არ ანიჭებს ქალს ისეთ თავდაჯერებას, როგორც კოხტად მომდგარი კაბა, წვრილი ქუსლები და წითელი პომადა. აუცილებლად ისარგებლე ამით. შენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდებიან ქალები, რომლებიც გაგკიცხავენ, გამოგიწვევენ და შენს დამცირებას შეეცდებიან. მათი იგნორირება მოახდინე, გაუღიმე და რაც მთავარია, სიბრალულით შეხედე. არ გადაყარო ფული იმ სამოსში, რომელშიც ის ჩანხარ, რაც სინამდვილეში ხარ. გემოვნებიანი სამოსი იმისთვის არსებობს, რომ უკეთესი გამოჩნდე. უცხო ან გაურკვეველ სიტუაციაში თუ აღმოჩნდი, გახსოვდეს - სიჩუმე და თავშეკავება ყველაზე საიმედო შემწეები არიან. როცა ცხოვრებაში რაღაც გაგიჭირდება, გაიხსენე, რომ ეს ყველაფერი დედაშენმა უკვე გამოსცადა. ამიტომ ყოველთვის შეგიძლია, რჩევა მკითხო.