საიდან მოდის ქაღალდისგან ფიგურების შექმნის ხელოვნება და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის უნარებს? - მშობლები

საიდან მოდის ქაღალდისგან ფიგურების შექმნის ხელოვნება და როგორ აუმჯობესებს ის ბავშვის უნარებს?

2020-06-01 06:36:44+04:00

ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლას გვიყ­ვარ­და ქა­ღალ­დის­გან ნა­ვის, თვითმფრი­ნა­ვის ან თუნ­დაც გე­დის ფი­გუ­რის გა­კე­თე­ბა. ჩვენ გარ­შე­მო თით­ქმის არ იყო ბავ­შვი, ვინც რო­მე­ლი­მეს შექ­მნა არ იცო­და, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, რა ეწო­დე­ბა ქა­ღალ­დის­გან სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რე­ბის გა­კე­თე­ბას, სა­ი­დან მო­დის ის და რა­ტომ არის ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო?

ორი­გა­მი - ეს ქა­ღალ­დის­გან სხვა­დას­ხვა დე­კო­რა­ცი­ის შექ­მნის ია­პო­ნუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა (ზო­გი­ერ­თი წყა­როს მი­ხედ­ვით, მან სა­თა­ვე ჩი­ნე­თი­დან აიღო), რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. ხე­ლოვ­ნე­ბის მი­ზა­ნია, შექ­მნას წარ­მოდ­გე­ნა საგ­ნის, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ნა­კე­ცე­ბის, ძი­რი­თა­დად, წე­ბოს დახ­მა­რე­ბი­სა და ქა­ღალ­დის გაჭ­რის გა­რე­შე, მხო­ლოდ ერთი ფურ­ცლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

თავ­და­პირ­ვე­ლად, „ორი­ტა­კა­თი“ (ანუ „ორი­გა­მით“) ია­პო­ნე­ლი ბუ­დის­ტი ბე­რე­ბი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, შემ­დეგ კი მისი ხე­ლოვ­ნე­ბა ხალ­ხსაც გა­უ­ზი­ა­რეს. სა­ნამ ეს ხე­ლოვ­ნე­ბა მა­სობ­რი­ვი გახ­დე­ბო­და, სხვა­დას­ხვა ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ქა­ღალ­დის ფი­გუ­რე­ბით გა­ფორ­მე­ბა­ზე მხო­ლოდ ელი­ტას მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი, რად­გან მისი დაკ­ვე­თა ძვი­რი ჯდე­ბო­და. 1880 წელს „ორი­ტა­კა“ გახ­და „ორი­გა­მი“, რაც ია­პო­ნუ­რად „და­კე­ცილ ქა­ღალდს“ ნიშ­ნავს.
mshoblebi

რო­დის გა­იც­ნო ორი­გა­მი მსოფ­ლი­ომ?

მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში ორი­გა­მი მის­მა მას­ტერ­მა აკი­რა იო­სი­ძა­ვამ მთელ მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნო. ქა­ღალ­დი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, იაფი მა­სა­ლა იყო, ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და კრე­ა­ტი­უ­ლი, ამი­ტომ მა­სებ­ში სწრა­ფად შე­აღ­წია. თუმ­ცა ეს არ არის მხო­ლოდ­ქა­ღალ­დის­გან ფი­გუ­რე­ბის შექ­მნის მე­თო­დი, ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სინ­თე­ზი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს.

mshoblebi

ორი­გა­მის შე­მეც­ნე­ბი­სას, თავ­და­პირ­ვე­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ვი­აზ­როთ მა­თე­მა­ტი­კუ­რი პრინ­ცი­პი, რომ­ლი­თაც ფი­გუ­რე­ბი იქ­მნე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­ში არა­ერ­თი წყა­როა, რომ­ლი­თაც ორი­გა­მის პრიც­ნი­პე­ბის შეს­წავ­ლა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორ აუმ­ჯო­ბე­სებს ორი­გა­მი ადა­მი­ა­ნის უნა­რებს?

ორი­გა­მი ადა­მი­ანს სივ­რცით აღ­ქმა­სა და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ორი­გა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:

ქცე­ვი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ინ­ტე­რაქ­ცია სწავ­ლის დროს მა­თე­მა­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას­თან მეტი კავ­ში­რი კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

რა­ტომ არის ის ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა?

6-8 წლის ასა­კი­დან ბავ­შვს უკვე შე­უძ­ლია, ორი­გა­მის ინ­სტრუქ­ცი­ებს მიჰ­ყვეს ბავ­შვს გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ფი­გუ­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად გარ­კვე­უ­ლი უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნოს, თუმ­ცა როცა პირ­ველ ორი­გა­მის ფი­გუ­რას წარ­მა­ტე­ბით შექ­მნის, გა­უჩ­ნდე­ბა მო­ტი­ვა­ცია, რომ მეტი ის­წავ­ლოს. სხვა­დას­ხვა ასაკ­ში ბავ­შვებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ. უმ­ჯო­ბე­სია, მარ­ტი­ვი ფი­გუ­რე­ბით და­ვი­წყოთ (თუნ­დაც თვითმფრი­ნა­ვით) და შემ­დეგ გა­ვარ­თუ­ლოთ და­ვა­ლე­ბე­ბი.

mshoblebi

რო­გორც მოზ­რდი­ლებ­ში, ისე ბავ­შვებ­ში, ორი­გა­მი აუმ­ჯო­ბე­სებს აზ­როვ­ნე­ბის უნა­რებს. ის ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა, უკეთ შე­ი­მეც­ნონ სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ. ორი­გა­მი მათ წი­ლა­დე­ბის უკეთ აღ­ქმა­ში ეხ­მა­რე­ბა. გა­და­კე­ცილ ქა­ღალდს შე­უძ­ლია, წი­ლა­დის დე­მონ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, რაც ბავ­შვს მის აღ­ქმას გა­უ­მარ­ტი­ვებს.ამას­თან, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა, რისი მი­ღე­ბაც ბავ­შვს ორი­გა­მის­გან შე­უძ­ლია.

ორი­გა­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად თუ შევ­ხვდე­ბო­დით, როცა უცხო­ეთ­ში იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ქა­ღალ­დიც კი იბეჭ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც ხვდე­ბო­და, ცოტა ხნის წინ კი სტამ­ბა „პრინ­ტა­რე­ამ“ მისი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. ორი­გა­მის მა­სა­ლე­ბი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრინ­ტი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ყვე­ლა ასაკ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

mshoblebi

„პრინ­ტა­რე­ას“ ორი­გა­მის მა­სა­ლე­ბი რო­გორც ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის მეშ­ვე­ო­ბით, ისე „ბიბ­ლუს­ში“, „ნი­კო­რა­სა“ და სხვა მა­ღა­ზი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ორი­გა­მის ხე­ლოვ­ნე­ბის და­უფ­ლე­ბას მხო­ლოდ ახლა ვი­წყებთ, შეგ­ვიძ­ლია, მარ­ტი­ვი ფი­გუ­რე­ბის მა­სა­ლე­ბი შე­ვი­ძი­ნოთ და და­ვა­ლე­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ვარ­თუ­ლოთ.