მარტივი, მაგრამ აუცილებელი წესები მაღალი ტემპერატურის დროს მაღალი ტემპერატურის დროს მშობლის პირველადი დახმარება ბავშვს
გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ სიცხიანი პირველადი დახმარების დროს:
ბავშვის სხეულზე ცივი საფენების დადება, ძმრითა და არყით დაზელვა. ამით მშობელი ბავშვს აგრილებს გარეგანად, შინაგანად კი სხეულის ტემპერატურა მატულობს. გარდა ამისა, ბავშვის კანიდან შეიწოვება სპირტი, ალკოჰოლი.
ოთახის ტემპერატურის მომატების მიზნით გათბობის ჩართვა - ამ დროს ბავშვი ვერ სუნთქავს, არ მიეწოდება სუფთა ჰაერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება. იდეალური ტემპერატურა ბავშვის ოთახში უნდა იყოს 18, მაქსიმუმ 20 გრადუსი. ჰაერის ტენიანობა ბავშვის ოთახში უნდა იყოს 50-70 პროცენტი.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ?
ცნობილი ექიმი კომაროვსკი გვირჩევს:
სახლში უნდა გქონდეთ ოთახის დამატენიანებელი მოწყობილობა, ასევე თერმომეტრი და ჰიდრომეტრი, რომლითაც შეძლებთ ოთახში ტენიანობის გაზომვას. აუცილებლად უნდა გაანიავოთ ოთახი. თბილ წყალში დასველებული საფენებით დაზილეთ, როცა ძალიან მაღალი ტემპერატურაა. ბავშვს უნდა ეცვას საღამური. არ უნდა ჩააცვათ ძალიან ბევრი ტანსაცმელი. თუ დასველდება, მაშინვე უნდა გამოუცვალოთ. ამ დროს აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება: მინერალური წყალი, ჟოლოს ჩაი, წყალი, კომპოტი. თუ ბავშვი შეგეწინააღმდეგებათ, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ გადამალული ახალი სათამაშო და ასე თამაშ-თამაშით დაალევინოთ სითხე. თუ ბავშვი თავად არ მოგთხოვთ, საკვებს ნუ დააძალებთ. საოჯახო აფთიაქში აუცილებლადა უნდა გქონდეთ იბუპროფენის ან პარაცეტამოლის შემცველი სიცხის დამწევი საშუალებები. სასურველია, ბავშვმა მიიღოს სუსპენზიის სახით.
როდის გვჭირდება ექიმი?
თუ სახლის პირობებში სამდღიანი მკურნალობის შემდეგ ტემპერატურა არ იკლებს. ტემპერატურა, თუნდაც დაბალი, გრძელდება 7 დღის განმავლობაში. თუ ტემპერატურას თან ახლავს გამონაყარი, თავის ტკივილი, პირღებინება, სიფერმკრთალე. თუ ტემპერატურა არის 39,5 ან მეტი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ წამლის მიღების შემდეგ 30 წუთში ტემპერატურა არ დაიწყებს კლებას. თუ თქვენი პატარა 3 თვეზე პატარა ასაკისაა და ექნება სიცხე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ამ გაწამაწიაში ტრადიციული, ვერცხლისწყლის თერმომეტრი გაგიტყდებათ, აიღეთ ჩვეულებრივი საპონი, გახეხეთ 40 გრამი, დაამატეთ 50 გრამი სოდა, გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში. დაასხით იქ, სადაც თერმომეტრი გატყდა და გამოიძახეთ თქვენი უბნის სანიტარული სამსახური (ამ თემაზე შეგიძლიათ, იხილოთ ვრცელი სტატია).
თუ გსურთ, თავად მოისმინოთ, რას გვირჩევს გამოცდილი ექიმი, შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ