ცნობილი მსახიობის, ია ნინიძის ქალიშვილი, ნინო ნინიძე, დედის მგავსად, რუსეთში აგრძელებს მოღვაწეობას და საკმაოდ წარმატებული მსახიობია. როგორც ყველა ლამაზმანის, ასევე ნინოს პირადი ცხოვრების დეტალები ყვითელი პრესისთვის მიმზიდველი თემაა. ახლახან ნინომ თავის 4 წლის ბიჭუნასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც მსახიობ კირილ პლეტნევთან შეეძინა.

ნინო და კირილი საერთო წრიდან იყვნენ და მათი ურთიერთობაც მეგობრებისა და კოლეგების თვალწინ ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კირილს მექალთანედ იცნობდნენ და ყოფილ მეუღლესთან 2 შვილიც ჰყავს, ნინოსთან ურთიერთობა, ბევრის გასაკვირად, ძალიან სერიოზული და რომანტიული აღმოჩნდა. ძველი ნაცნობები ფიქრობდნენ, რომ ნინო კირილს მორიგი გატაცება იყო და ხანმოკლე რომანი მალე დასრულდებოდა. თუმცა შეცდნენ, წყვილმა დიდხანს შეინარჩუნა ნაზი გრძნობები და შვილიც ეყოლათ, პატარა სანდრო. მათი თანაცხოვრება თითქმის 4 წლის განმავლობაში გაგრძელდა, აქედან ერთი ოფიციალურ ქორწინებაში. ასე რომ, პატარა სანდრო მშობლების ქორწილში ნამყოფი გახლავთ. ერთი შეხედვით, ბედნიერი, ოჯახური იდილიის მიუხედავად, ურთიერთობა დასრულდა.

"ადამიანები, ხვდებიან, უყვარდებათ და ქორწინდებიან... უჩნდებათ შვილები... თუმცა რაღაც მომენტში ხვდებიან, რომ თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა განაგრძოს თავისი ცხოვრების გზა. ერთად ბედნიერები ვიყავით, შესანიშნავი შვილიც გვყავს, რომელიც ორივეს სიგიჟემდე გვიყვარს და მან ეს იცის. მაგრამ დაგვიდგა მომენტი, როცა ჩვენ-ჩვენი გზით უნდა ვიაროთ. გთხოვთ, პატივისცემით მოეკიდოთ ჩვენს გადაწყვეტილებას და ნუ განსჯით მას. ერთმანეთისთვის მხოლოდ ბედნიერება გვინდა" - წერდა ნინო.
კირილმა განშორება მძიმედ გადაიტანა, როგორც ნინო ამბობს, ეს არც მისთვის ყოფილა ადვილი, აღიარა, რომ ოჯახთან დაკავშირებით ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა. "რეალურად სხვნაირად ყოფილა ყველაფერიო" - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში და განშორების მიზეზადაც ეს დაასახელა, თუმცა ჭორებს თუ დავუჯერებთ, განქორწინების მიზეზი ნინოს ხანმოკლე რომანი გახდა სერგეი ბონდარჩუკის ვაჟთან, რომელიც ნინოს გამო ცოლს გაეყარა. არადა ნინო და მისი მეუღლე დიდი ხნის თანამშრომლები იყვნენ, ერთად მუშაობდნენ კინოპროექტზე.
სანამ ყვითელ პრესა ტყუილსა და მართალს გაარკვევდა, ნინო ახალ გატაცებასთან, მაქსიმ ვიტორგანთან გამოჩნდა. ქალიშვილის ახალი რომანი ია ნინიძისთვის სრულიად მისაღებია ღმოჩნდა, მას ქალიშვილის ახალი არჩევანიც მოსწონს.
"კარგის მეტი რა მეთქმის, მაქსიმის მშობლებსაც კარგად ვიცნობ. თუმცა ყოფილებთან კარგად უნდა იყო, მეს აუცილებელია. სამი ქმარი მყავდა და არცერთთან არ მიჩხუბია. კირილ პლეტნევი, მიუხედავად იმისა, რომ ნინოსთან აღარაა, ყოველთვის მიღებულია ჩვენს ოჯახში. ზრუნავს თავის შვილსა და ჩემს შვილიშვილ სანდროზე, ისვენებს მასთან ერთად, სეირნობს, მოკლედ, ბავშვები ცივილურად დაშორდნენ, რაც ნორმალურია" - ამბობს ია ნინიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ინსტაგრამზე თამამი ფოტოებით ანებივრებს თაყვანისმცემლებს, შიშველ ფოტოსესიებსა და ეროტიკულ ჟურნალებთან თანამშრომლობაზე ყოველთვის უარს ამბობს.