როცა ანტონიო ბანდერასი 1996 წელს ცოლს გაშორდა და თავისზე რამდენიმე წლით უფროს ვარსკვლავზე, მელანი გრიფიტზე იქორწინა, ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მელანის მაშინ უკვე ჰყავდა ერთი ქალიშვილი, დაკოტა ჯონსონი, რომელიც დღეს ასევე ცნობილი მსახიობია. ანტიონიოსთან თანაცხოვრებისას კი ასევე ქალიშვილი გაუჩნდა - სტელა.
მათმა ქორწინებამ 2014 წლამდე გასტანა - ანტონიო ცოლს გაშორდა, თუმცა ერთადერთ ქალიშვილთან ორივე თანაბრად აქტიურად ურთიერთობს და მის არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას არ აკლდებიან.
სტელამ მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო აიღო, გარეგნულადაც და ხასიათითაც. ესპანეთში დაიბადა და მისი მშობლიური ენა ესპანურია, თუმცა ასევე თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, შვედურად, ნორვეგიულად და გერმანულად.
რამდენიმე ფილმშიც მიუღია მონაწილეობა, თუმცა კინომსახიობობას და პოპულარობას არ აპირებს. არ უყვარს საჯარო ცხოვრება, ურჩევნია, ისწავლოს და ბევრი იმოგზაუროს.
"ჩემი ქალიშვილი ჩემზე ბევრად მოწიფულია. ძალიან სწორად აზროვნებს და ზუსტად იცის, რა უნდა. არ ვაპირებ მის პირად ცხოვრებაში ჩარევას. გამონაკლისს მხოლოდ მაშინ დავუშვებ, თუ რაიმე დაემუქრება მას", - ამბობს ბანდერასი.
სტელა ახლა 22 წლისაა. მიჯნურიც ჰყავს, რომლის სახელი გასაიდუმლოებულია.