მედიკოსები საინტერესო ფორმულას გვთავაზობენ ადამიანის სიმაღლეს გენეტიკური ფაქტორის გარდა კიდევ არაერთი მაჩვენებელი განსაზღვრავს. ამის მიუხედავად, მშობლები ხშირად "მარჩიელობენ", დედას დაემსგავსება ბავშვი სიმაღლით თუ მამას, ბიძას თუ პაპას. ბავშვობაში თანატოლების ფონზე გამორჩეული სიმაღლე ან სიდაბლე სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი შვილი მოზრდილობაშიც იგივე "პოზიციების" დარჩება.
თუ გაინტერესებთ, რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი, ამის გამოსათვლელად მედიკოსები საინტერესო ფორმულას გვთავაზობენ.
აი, ეს ფორმულაც:
(დედის სიმაღლე+მამის სიმაღლე) : 2=საბაზო სიმაღლეს
მას შემდეგ, რაც საბაზო სიმაღლეს გამოთვლით, მოქმედებთ შემდეგნაირად: გოგონას შემთხვევაში საბაზო სიმაღლეს აკლდება 5 სანტიმეტრი. მიღებული შედეგი თქვენი შვილის სავარაუდო სიმაღლეა
ბიჭის შემთხვევაში კი საბაზო მაჩვენებელს 5 სანტიმეტრი ემატება.
მაგალითად, დედა არის 162 სმ, ხოლო მამა - 176 სმ. ასე უნდა გამოთვალოთ შვილის სიმაღლე:
(162+176):2=169
მივიღეთ საბაზო სიმაღლე. ახლა გავიგოთ, რა სიმაღლის იქნება ასეთი წყვილის ვაჟი და ქალიშვილი.
ვაჟი: 169+5=174 სმ
ქალიშვილი: 169-5= 164 სმ