არსებობს პროდუქტები, რომელთა მირთმევაც საუზმეზე განსაკუთრებით სასარგებლო და სასურველია კვების სპეციალისტები შეთანხმდნენ რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა მირთმევაც საუზმეზე განსაკუთრებით სასარგებლო და სასურველია. საუზმე ხომ დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც არასოდეს უნდა გამოვტოვოთ.
შვრია ამ სიაში აუცილებლად შედის! ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია და აუცილებელია კანის სილამაზისა და კუჭის ჯანმრთელობისთვის. თუ შვრიის ფაფა არ გიყვართ, შეეცადეთ სხვადასხვა გემრიელი დანამატების წყალობით მაინც ჩართოთ დილის რაციონში. დაამატეთ შვრიას ქიშმიში, თაფლი, სხვადასხვა ჩირი, კენკრა, დაჭრილი ხილი, ნიგოზი, ნუში, შოკოლადი, კეფირი, ვანილი, დარიჩინი და ა.შ. თქვენი გემოვნების მიხედვით
ხაჭო - ნოყიერი, სასარგებლო და ჯანსაღი საუზმეა. თუ გსურთ რომ დილის ულუფა კიდევ უფრო მეტად გემრიელი გახადოთ, დაამატეთ მას თაფლი, თხილეული, ბანანი, კენკრა, ჩირეული და ქიშმიში. ძალიან გემრიელია ხაჭო მწვანილებითაც. სცადეთ კამის დამატება, ცოტა მარილი და პილპილიც დააყარეთ და სრულმარცვლოვანი ფქვილისგან მომზადებულ პურზე გადაუსვით - არაჩვეულებრივ სენდვიჩს მიიღებთ!
კვერცხი და შესაბამისად ომლეტი ამ სიაში საპატიო ადგილზეა. კვერცხი ძალიან სასარგებლო და საჭირო პროდუქტია. მასში შემავალი ცილა ორგანიზმს დილიდანვე ენერგიით ავსებს. სცადეთ ომლეტი მწვანილებით, ყველით, ბოსტნეულით - ასე სარგებელსაც გააორმაგებთ და გემოსაც.
ბუტერბროდები. დიახ, არ მოგესმათ, ნამდვილად ასეა! მაგრამ უბრალოდ ბუტერბროდები არა, რა თქმა უნდა. უმჯობესია ბუტერბროდისთვის სრულმარცვლოვანი ფქვილისგან გამომცხვარი პური გამოვიყენოთ, ქორფა, ხრაშუნა სალათის ფოთლებით, ქათმის ხორცით, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხაჭოთი და ა.შ. ასეთი საუზმე სასარგებლოსთან ერთად კარგადაც ანაყრებს და ენერგია სადილამდე ნამდვილად გაგყვებათ
სალათები - ასევე კარგი დასაწყისია! მაგრამ აქ ცხიმიანი მაიონეზით გაჯერებული სალათი არ იგულისხმება. მოამზადეთ ახალი ხილის ან ბოსტნეულის სალათები საუზმეზე, ხილს შეგიძლიათ მოასხათ კეფირი, თხელი თაფლი, ლიმონის წვენი, ბოსტნეულს ცოტაოდენი საქონლის ან ქათმის ხორცი დაამატეთ, შეაზავეთ ზეითუნის ზეთით, ნატურალური იოგურტით, კეფირით...
gemrielia.ge