"არ არის გამორიცხული, ცალკეულ დღეებში, 40 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ. ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმაც და ქარის გაძლიერებაც. ახლა დროგამოშვებით წვიმა აღინიშნება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში და არამდგრად ამინდს 28 ივნისამდე ვინარჩუნებთ."
კითხვაზე, თუ ივლისის თვე უფრო ცხელი იქნება თუ აგვისტო, გვპასუხობენ:
"ზოგადად, ივლისი უფრო ცხელია ხოლმე აგვისტოზე იმიტომ, რომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან ამინდი იცვლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წელსაც ასე იქნება აუცილებლად. შეიძლება პირიქით გამოვიდეს, მაგრამ სტატისტიკურად და კლიმატურად ივლისი უფრო ცხელია, ვიდრე აგვისტო."- ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
თამარ იაკობაშვილი