პუტინის ქალიშვილების უცნობი ფოტოები რუსეთიდან გაქცეულმა მისმა ძველმა მეგობარმა გამოაქვეყნა - მშობლები

პუტინის ქალიშვილების უცნობი ფოტოები რუსეთიდან გაქცეულმა მისმა ძველმა მეგობარმა გამოაქვეყნა

2020-06-24 13:39:44+04:00

ბან­კირ­მა სერ­გეი პუ­გა­ჩოვ­მა, რო­მე­ლიც შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო წლე­ბის წინ გა­იქ­ცა რუ­სე­თი­დან, სა­კუ­თარ სა­იტ­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ფო­ტო­ებ­ზე პუ­ტი­ნის გო­გო­ნე­ბი და პუ­გა­ჩო­ვის ვა­ჟე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი, რომ­ლე­ბიც ერთ დროს მშობ­ლე­ბის მსგავ­სად მე­გობ­რობ­დნენ. ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი პუ­გა­ჩო­ვე­ბის სახ­ლში, ნა­წი­ლი კი კრემლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ბავ­შვუ­რი მე­გობ­რო­ბა - მა­რა­დი­უ­ლია! ალექ­სან­დრ და ვიქ­ტორ პუ­გა­ჩო­ვე­ბი, კა­ტე­რი­ნა და მა­რია პუ­ტი­ნე­ბი, 2000-იანი წლე­ბი" - წერს ფო­ტო­ებ­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი.

mshoblebi

წინა ხაზში კატერინა და მარია პუტინები

პუ­ტი­ნის შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ­ში მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი შეც­ვლი­ლი გვა­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ - კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა და მა­რია ვო­რონ­ცო­ვა.

მი­ნი­მუმ 15 წლის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, ნამ­დვი­ლად გვა­ნან იმ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, რომ­ლებ­საც დღეს რუ­სუ­ლი მე­დია პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. მე­დი­ის ცნო­ბით, ტი­ხო­ნო­ვა და ვო­რონ­ცო­ვა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ უარ­ყოფს მათ­თან ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირს. განაგრძეთ კითხვა