ნიკა და ბექა ნოზაძეები მოცეკვავეები არიან. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისინი სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოებით გაიცნო და შეიყვარა. მაყურებელს ერთგვარი ექსპერიმენტი შესთავაზეს და ქართული და თანამედროვე ცეკვის ელემენტები გააერთიანეს. ისინი თავიანთ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გვიყვებიან:
ნიკა: - ორივე ბავშვობიდან ვცეკვავთ. ქართული ცეკვებიდან დავიწყეთ, სადღაც 9-10 წელი ვცეკვავდით. 15-16 წლის ასაკიდან თანამედროვე ცეკვებზე გადავედით, კერძოდ, ჰიპ-ჰოპზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. წელს მაგისტრატურაზე ვაბარებ, იმავე განხრით.
ბექა: - მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავდივარ. ფოტოგრაფიას ვეუფლები და ცეკვის გარდა, ვიდეოგრაფიითა და გრაფიკული დიზაინით ვარ დაინტერესებული. ერთი წელია, რაც საკუთარი სტუდია გავხსენით და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ბავშვებს შევაყვაროთ ცეკვა, უფრო გავავრცელოთ ეს სტილი საქართველოში და ამავდროულად არ დავივიწყოთ ქართულიც. თუმცა, ჩვენს სტუდიაში მხოლოდ ჰიპ-ჰოპს ვასწავლით.
ნიკა: - ჩვენც ვცდილობთ, რომ არ შევწყვიტოთ განვითარება და ამაზე ვართ ორიენტირებულები. დავდივართ საზღვარგარეთ და იქედან პროფესიონალებისგან ვიღებთ მასტერკლასს, შემდეგ უკვე ჩამოგვაქვს საქართველოში და ჩვენს სტუდენტებს ვუზიარებთ.
ნიკა: - დიდხანს ვფიქრობდით იმაზე, რომ გაგვეკეთებინა რაღაც, რაც ხალხს ძალიან მოეწონებოდა. ზუსტად დავდეთ ის პროდუქტი, რაც გეგმაში გვქონდა.
ნიკა: - უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ჩვენს ვიდეოებს და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. ადამიანები გვგულშემატკივრობენ და წარმატებას გვისურვებენ.
ნიკა: - ვინც ასეთ კომენტარებს წერდა, უმეტესობა ყალბი ანგარიშიდან იყო შემოსული.
ბექა: - რახან ერთხელ უკვე გავახარეთ, ვგეგმავთ, რომ აღარ შევწყვიტოთ. ყოველთვის ვაჩუქებთ მათ პოზიტივს, დავუბრუნებთ იმ კომპლიმენტების ხარჯზე, რაც გვითხრეს. ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევენ.
ნიკა: - საზოგადოებამ დაგვიფასა ჩვენი შრომა და ამიტომ უფრო მეტის გაკეთება გვინდა.
ბექა: - ცეკვის გარდა, მე ხელოვნებისკენ უფრო ღრმად ვიხრები, ვსწავლობ ფოტოგრაფიასა და ვიდეოგრაფიაზე, ვიღებთ ცეკვებს, ვხატავ, ვაკეთებ ილუსტრაციებს. მაგრამ, მთავარი პრიორიტეტი, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რისი კეთებაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, ცეკვაა.
ნიკა: - ერთი დიდი ოჯახივით ვართ, მხოლოდ სტუდიაში ცეკვით არ შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა მათთან დაკავშირებით.
ბექა: - აგვისტოში სვანეთში უნდა წავიდეთ და ხალხს არა მხოლოდ თეთრი ბოტასებით, არამედ ჩოხითაც შევთავაზებთ ცეკვას. ორივე იქნება წარმოდგენილი. სტუდიას რაც შეეხება, ნელ-ნელა ვფართოვდებით, უფრო დიდ მასშტაბებზე გადავდივართ და უფრო მეტი მსურველი გვემატება. გვინდა, რომ უფრო გავავრცელოთ ეს ყველაფერი და ხალხს პოზიტივი გადავცეთ.
ნიკა: - ემიგრანტებს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ბევრი ქვეყნიდან გვწერენ: საბერძნეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, რომ ძალიან ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ. ბევრი უცხოელიც გვწერს, გვამხნევებენ და მოგვიწოდებენ, რომ არ გავჩერდეთ.
ქართველი ბიჭების ცეკვა, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად
თამარ იაკობაშვილი