"შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.
ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:
1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;
2. ბანანი - 2-3 თვე;
3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;
4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვე
დაჭრილი ყველი - 3-4 თვე;
5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;
6. ავოკადო - 8-12 თვე;
7. მცენარეული საკვები - 6 თვე;
8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;
არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;
9. რძე - 3 თვე;
10. კანფეტი - 3-6 თვე;
11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;
12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.
ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;
13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე"