უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2-წლამდე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძეს განცხადებით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია.
უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დეპუტატის ცნობით, 2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია. მისივე თქმით, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. სავარაუდო გათვალებით კი, დღეში დაახლობით 100-150 აბორტი კეთდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით ისეთი ლიბერალური დამოკიდებულება, რაც საქართველოშია, არც ერთ ევროპულ ქვეყნაში არ არსებობს. მან ევროპული სახელმწიფოები დაასახელა, სადაც უკანონო აბორტის გაკეთებაზე სასჯელი სულ მცირე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
ცნობითვის, ჯერ კიდევ მოქმედი "სისხლის სამართლის კოდექსით" უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით – 100-დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2-წლამდე.
გაგრძელება