ელისაბედ (ლიზა) ავსაჯანიშვილი პერსპექტიული ქართველი ბალერინაა, რომელმაც საქართველოში დაიწყო ცეკვა, წელს კი ვაგანოვას პრესტიჟული აკადემია დაამთავრა წარმატებით და დღესდღეობით ცნობილი მარიას თეატრის სოლისტია. ელისაბედს ბალეტის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. ამჯერად მისით ონლაინჟურნალი La Personne დაინტერესდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:
- არც ისე ადვილი იყო, პანდემიის გამო მოულოდნელად სცენის, დარბაზში ყოველდღიური მუშაობის მიტოვება და სამზარეულოს მაგიდასთან დგომა და ისე ვარჯიში. ძალიან ველოდით გამოსაშვებ სპექტაკლებს, ჩვენ ხომ, კურსდამთავრებულები სამუშაო ადგილებს ვიღებთ მას მერე, რაც სცენაზე და გამოცდებზე გვნახულობენ. საკმაოდ რთული სიტუაცია იყოს. იმედი მქონდა, რომ მოხდებოდა სასწაული და ისევ მოგვეცემოდა საშუალება, თეატრებში ვენახეთ. ჩემი იმედი გამართლდა. როცა მარიას თეატრი კვლავ გაიხსნა მაყურებლისთვის, ჩვენებაც შედგა და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გავხდი იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელსაც მარიას თეატრი ჰქვია!

- როგორ იმოქმედა თქვენზე კარანტინმა? როგორ ინარჩუნებდით ფორმას?
- ჩემი აზრით, ის დრო, რაც გავატარეთ კარანტინში, არ იყო დროის კარგვა. კატარნიტი და თვითიზოლაცია გაძლევს საშუალებას, იმუშაო საკუთარ თავზე, ისევ დაისახო ცხოვრებისეული მიზნები, იპოვო პასუხები შეკითხვებზე. ჩემმა პედაგოგმა ლუდმილა კოვალევამ ერთცელ მითხრა: „ამ საშინელი სიტუაციიდან გამარჯვებული უნდა გამოხვიდე“. სწორედ ეს ფრაზა მაძლევდა მოტივაციას ყოველდღე. საკუთარ თავზე ვმუშაობდი და საკუთარი თავისთვის, ვიყენებდი ამ დროს იმისთვის, რომ უკეთესი გავმხდარიყავი.
- რა მოგცათ ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიაში სწავლამ, რაც მთელი ცხოვრება გაგყვებათ?
- დისციპლინა, მოთმინება და ცოდნა.

- მომავალი გაშინებთ ან გაეჭვებთ ხოლმე?
- ყოველთვის მაინტერესებს, რა გველოდება მომავალში და ხშირად ვუფიქრდები, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ხუთი ან ათი წლის მერე. ყოველთვის ვფიქრობ პოზიტიურად და პოზიტიურ ფიქრებს ვუშვებ კოსმოსში, მაგრამ ვიცი, რომ კარგი მომავლისთვის აუცილებელია იმუშაო აქ და ახლა.

- ახლა რა განწყობა გაქვთ?
- ახლა ვფურცლავ ახალ ფურცელს ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, რას ველოდო, რისთვის მოვემზადო. ბავშვივით ვარ, რომელსაც აჩუქეს წიგნი და ახლა მოუთმენლად ელის, როდის დაიწყებს წაკითხვას და მის ახალ საოცარ სამყაროში შეიჭრება.
წყარო