შვილები ყოველთვის შვილებად რჩებიან მშობლებისთვის, მაშინაც კი, თუ ისინი 80 წლის არიან და მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ.
ადა კიტინგი 98 წლისაა. ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ლივერპულში გადასახლდა. იქ მისი 80 წლის შვილი, ტომი, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. თანამშრომლები ღიმილით უყურებენ, თუ როგორ თამაშობენ, როგორ ატარებენ დროს ერთად და უყურებენ საყვარელ სერიალს.
"ყოველ საღამოს მივდივარ ტომთან, რომ ტკბილი ძილი ვუსურვო. დილით კი კარგ დღეს ვუსურვებ. საუზმის დროს ყურადღებას ვაქცევ, ხოლო თუ სტილისტთან თმის მოსაწესრიგებლად მივდივარ, ის ყოველთვის მელოდება, როდის დავბრუნდები. მე არასდროს შევწყვეტ ტომის დედობას", - ამბობს ადა.
ტომი ამბობს, რომ ძალიან უხარია, დედამისი მოხუცთა თავშესაფარში რომ გადავიდა, რადგან ახლა ერთად უფრო მეტი დროის გატარება შეუძლიათ.
"დედა ჩემზე ზრუნავს და ხანდახან შენიშვნასაც მაძლევს, რომ კარგად მოვიქცე." - ამბობს ტომი.
ადა და ტომი ხშირად მიდიან ნათესავების სანახავად. მათ უხარიათ, რომ დედა-შვილი ახლა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ადას შვილიშვილი ამბობს, რომ მის ბებიასა და ბიძას ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და ახლა მშვიდად არიან, ერთმანეთს რომ უყურებენ.
მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ფილიპ დენიელზი აღნიშნავს: "ძალიან სასიამოვნოა მათი ერთად დანახვა. როგორ ზრუნავენ და უფრთხილდებიან ერთმანეთს. ბედნიერები ვართ, რომ ორივე ჩვენს ცენტრშია. მოხუცთა თავშესაფრებში შვილების მშობლებთან ერთად ცხოვრება იშვიათია. გვინდა, რომ მათი ერთად ყოფნა განსაკუთრებული გავხადოთ."