მსოფლიოს კინოვარსკვლავები მილიონობით ადამიანისთვის წლების განმავლობაში აღტაცებისა და თაყვანისცემის ობიექტები არიან. მათი ცხოვრებაც ხელის გულზე დევს - ბავშვობის წლებით, ქორწინებებითა თუ განშორებებით, სკანდალური დეტალებით, იშვიათად, მშობლებზე მოგონებებით... სამაგიეროდ, თითქმის არავის ახსოვს მათი დედ-მამიშვილები და მათზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილი მსახიობის და-ძმას, რომლებსაც ცხოვრება სახელოვანი დედმამიშვილების ჩრდილქვეშ უწევს.
ალენ დელონის ძმა
ჟან-ფრანსუა დელონი ალენის ძმაა, თუმცა მხოლოდ მამის მხრიდან. ალენის დაბადებიდან 4 წელიწადში მისი მშობლები განქორწინდნენ და რამდენიმე წელიწადში ხელმეორედ იქორწინეს. შესაბამისად, ნახევარ და-ძმებიც ჰყავს, თუმცა მათგან ცნობები მხოლოდ ჟან-ფრანსუაზე მოიპოვება, რომელიც ფოტოგრაფი, პროდიუსერი და რეჟისორის ასისტენტია. ძმასთან ერთადაც უმუშავია ფილმებზე, თუმცა ზოგად ტიტრებშიც კი ვერ მოხვდა მისი სახელი. სამწუხაროდ, ახალგაზრდობის ფოტოები არ მოიპოვება, ასაკში კი ძმები აშკარად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
შერონ სტოუნი
სილამაზით და ნიჭიერებით განთქმულ შრონ სტოუნს ერთი და და ორი ძმა ჰყავს. მისი და ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ძალიან რთულად გადაიტანა კორონავირუსი, შერონმა კი ინსტაგრამის საშუალებით ყველას გააგებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და პარალელურად, დონალდ ტრამპის პოლიტიკაც დაგმო, რადგან ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით უკმაყოფილო იყო.
რიჩარდ გირი
რიჩარდ გირი ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა. სამი და და ერთი ძმა ჰყავს. დების საქმიანობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ძმა კი ბევრჯერ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რიჩარდმა ღიად დაუჭირა მხარი მის განსხვავებულ ორიენტაციას.
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლი მსოფლიო კინოს ერთ-ერთი უბერებელი და თვალისმომჭრელი ვარსკვლავია. მას უმცროსი და ჰყავს, ანტონია კიდმანი. ჟურნალისტი და პროდიუსერი, რომელიც თავისუფალ იოგას ვიდეოგაკვეთილებით არის დაკავებული. რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული ბავშვთა აღზრდის შესახებაც.
ორნელა მუტი ტყუპისცალი და
ორნელა მუტიც თამამად იკავებს ადგილს მსოფლიოს ულამაზეს ქალ მსახიობებს შორის. ბევრმა არ იცის, რომ ორნელას არანაკლებ მომხიბლავი ტყუპისცალი ჰყავს. კლაუდია რიველი (სწორედ ეს გახლავთ გოგონების ნამდვილი გვარი) ორნელაზე ადრე იყო კინოთი გატაცებული და ამ სამყაროში მოსახვედრად ძალისხმევას არ იშურებდა. სწორედ მას გაჰყვა სინჯებზე ორნელა, სადაც ის დის მაგივრად აარჩიეს პროდიუსერებმ და კლაუდიას საოცნებო მომავალიც მას ერგო.
სინდი კროუფორდის დები
სინდი კროუფორდს 2 უფროსი და ჰყავს დანიელა და კრისტი. ძმა ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. სინდი პერიოდულად მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.
ადრიანო ჩელენტანო
სამწუხაროდ, მისი დედმამიშვილების ფოტოები არ მოიპოვება, თუმცა ადრიანოს ბედი სწორედ მისმა დამ განსაზღვრა. ადრიანო ნაბოლარა, ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მის დაბადებამდე მისი და, ადრიანა გარდაიცვალა და სახელი მის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ცნობილია, რომ ადრიანო სწავლას გულს ვერ უდებდა და რამდენჯერმე კლასში ჩარჩენის შემდეგ 14 წლის ასაკში სკოლა სულ მიატოვა. მისგან დიდი მოლოდინი არავის ჰქონია, მაქსიმუმ კარგი მესაათის ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ უფროსმა დამ მისი ცხოვრება შეცვალა. საქმე ისაა, რომ ადრიანო საოცრად ბაძავდა ცნობილ ამერიკელ კომიკოსს და სწორედ ამ პაროდიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გაგზავნა დაიკომ ორეულების კონკურსზე. ადრიანომ ეს კონკურსიც მოიგო და ათი ათასი ლირაც მოიპოვა. ამის შემდეგ ის შეამჩნიეს და ვარსკვლავური ცხოვრებაც აქედან დაიწყო.

პენელოპა და მონიკა კრუზები

ირინა და ტატიანა შეიკები