ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა ბოლო მშობიარობა მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა ისინი ცნობილები, ლამაზები და წარმატებულები არიან – მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები. თუმცა ისიც მოახერხეს, რომ მრავალშვილიანი დედების სტატუსიც "შეეთავსებინათ". ამ ცნობილ ქალბატონებს სამზე მეტი შვილი ჰყავთ და კარგ დედებადაც ითვლებიან.
ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერ ტორი სპელინგს ოთხი შვილი ჰყავს. თუმცა ბოლო მშობიარობა მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა – 39 წლის ტორის ორსულობაც მძიმე ჰქონდა, ექიმებმა მისი შეწყვეტაც ურჩიეს, მაგრამ ტორიმ გაბედა და შვილი მაინც გააჩინა. რთულ მშობიარობას მშობიარობის შემდგომი პრობლემებიც მოჰყვა – საკეირო კვეთის შედეგად დარჩენილი ნაკერი გაეხსნა და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა... მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ახლა ტორი ბედნიერი მრავალშვილიანი დედაა.
ნატალია ვოდიანოვა რუს კონკიად არის აღიარებული. რუსეთის პროვინციული ქალაქიდან მსოფლიოს მოდის ცენტრში აღმოჩნდა და ერთ დროს ღარიბი გოგონა ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად იქცა. ნატალიამ თავისი "პრინციც" იპოვა – ინგლისელ ლორდზე იქორწინა და მას სამი შვილი გაუჩინა. თუმცა რამდენიმე წლის წინ ეს ოჯახი დაინგრა და ნატალიას კიდევ ერთმა "პრინცმაც" არ დაიგვიანა – ამჯერად მის გვერდით ფრანგი მილიარდერი ანტუან არნოა.
ნატალიამ მას წელს გაუჩინა შვილი, რომელიც წარმატებული დედისთვის უკვე მეოთხეა.
გერმანელ ტოპმოდელ ჰაიდი კლუმს ოთხი შვილი ჰყავს. აქედან ერთი იტალიელ ბიზნესმენ ფლავიო ბრეატორესგან გაუჩნდა, დანარჩენი სამი – მომღერალ სილისგან. თუმცა ჰაიდი უკვე ორი წელია ქმარს გაშორდა და მარტოხელა დედაა.
ანჯელინა ჯოლი ექვს ბავშვს ზრდის. აქედან სამი თავად გააჩინა – უფროსი შაილო და ტყუპი ნოქსი და ვივიენი. სამი კი აიყვანა – მედოქსი, ზაქარა და პაქსი. ენჯი ამაზე არ აპირებს გაჩერებას და ამბობს, რომ მინიმუმ ერთ შვილს კიდევ გააჩენს.
ცნობილი მომღერალი, ახლა კი წარმატებული დიზაინერი, ასევე ცნობილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მშვენიერი ცოლი ვიქტორია ბექჰემი ოთხ შვილს ზრდის.
სამ ბიჭს 37 წლის ასაკში შემატა პატარა გოგონა, რომელმაც ოჯახში ახალი ბედნიერება შეიტანა.
მერილ სტრიპი არა მხოლოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია, ასევე არის კარგი ცოლი და კარგი დედა. მერილს ოთხი შვილი ჰყავს – სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და ამბობს, რომ უბედნიერესია თავისი ოჯახით.