"სამწუხაროდ, ჩვენს მანიკას დაუდასტურდა COVID 19. ამიტომ, შემოქმედებითი ჯგუფის უსაფრთხოების მიზნით „დილის შოუ“ შაბათ-კვირას ეთერში არ გავა", - ასე აცნობა "დილის შოუმ" მაყურებელს მანიკა ასათიანის დავირუსების შესახებ. თავად მანიკამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს დაურთო ტექსტი:
"ასე, გაღიმებული დავხვდი და ღიმილითვე გავაცილებ!"
მასზე ცოტა უფრო დაუდასტურდა ტელეარხის კიდევ ერთ წამყვანს - ეკა ამირეჯიბს. მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პატარა ვიდეო შემდეგი ტექსტით:
"როცა გავიგე, რომ კოვიდ დადებითი ვიყავი, აი, როგორც ამ ვიდეოშია, ასე ვამეორებინე დაჟინებით და უსინდისოდ სატელეფონო ხაზს იქით ერთი და იგივე. რაც არ უნდა კარგად იცოდე "უსიმპტომობის" ფენომენზე, მაინც ვერ იჯერებ საკუთარ თავზე, მით უმეტეს, როცა სრულიად ჩვეულებრივად გრძნობ თავს. იმედია, ასევე მშვიდად გავივლი დანარჩენ დღეებსაც. მე როგორ ვიცავდი წესებს, ამით მოდი თავს არ გამოვიდებ, კი იცის განგებამ".