კლასიკოსი ავტორები აქტუალურობას არცერთი თაობის მკითხველში არ კარგავს. მსოფლიო თუ ქართველი კლასიკოსები წერდნენ ისეთ მარადიულ თემებზე, რომელთა მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება და მწერლის მიერ ოსტატურად გადმოცემული ნაცნობი პრობლემები ნაწარმოებში სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ინსპირაცია, მამოძრავებელი ძალა ან დაღლილი დღის შემდეგ ერთგვარი ნავსაყუდელი.
მკითხველი სხვადასხვანაირია, განსხვავებული გემოვნებითა და ინტერესებით. მათ უმრავლესობას სწორედაც რომ აერთიანებს კლასიკური ლიტერატურა, თუმცა არის სხვადასხვა მოთხოვნები და სურვილები. მაგალითად, შესაძლოა, ბევრ თქვენგანს უფიქრია, ერთ წიგნად ჰქონოდა მარგარეტ მიჩელის უკვდავი რომანი „ქარწაღებულნი“ და არ შეეგროვებინა თაროზე რამდენიმე ტომად, ან მიხეილ ჯავახიშვილისა თუ აკაკი წერეთლის შემოქმედების გაცნობის სურვილი გასჩენია ერთ გამოცემაში. სერია „პალიტრა კლასიკა“, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, სწორედ ამითაა გამორჩეული. განსაკუთრებული და ფერადია წიგნების დიზაინიც. მკითხველთა უმრავლესობა სიამოვნებით ირჩევს საკუთარი ბიბლიოთეკისათვის ამ სერიის წიგნებს. გარდა ამისა, ეს გამოცემები საჩუქრადაც საკმაოდ სოლიდურია.
გთავაზობთ რამდენიმე წიგნს სერიიდან:
რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს.
ნაწარმოების მეამბოხე და მებრძოლი მთავარი გმირი არანაკლებ საინტერესოა თანამედროვე მკითხველისთვისაც.
წიგნში შესულია შაგრენის ტყავი და სხვა მოთხრობები: ვენდეტა; წითელი სასტუმრო; პიერ გრასუ; უცხო შედევრი; ფაჩინო კანე; ელვერდუგო; ძმადნაფიცი; მხედართმთავრის ცოლი; პოლკოვნიკი შაბერი.