მკაცრი მშობლები და რთული გზა მტვირთავობიდან კინოვარსკვლავობამდე - 62 წლის ბრედ პიტის წარმატების და ახალგაზრდობის საიდუმლო - მშობლები

მკაცრი მშობლები და რთული გზა მტვირთავობიდან კინოვარსკვლავობამდე - 62 წლის ბრედ პიტის წარმატების და ახალგაზრდობის საიდუმლო

2026-01-24 21:58:19+04:00

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი, მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, წლების განმავლობაში უამრავი ქალის მიერ ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად აღიარებული ბრედ პიტი 18 დეკემბერს 62 წლის გახდა. ამ ასაკში არა მხოლოდ შესანიშნავად გამოიყურება, კვლავ ძალიან მოთხოვნადი მსახიობია - ბოლო წლებში რამდენიმე ახალი ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით. სულ ბოლოს იყო "F1" - რომელშიც დაუმარცხებელ მრბოლელს განასახიერებს.

mv5bngi0mdi4njetowu3zs00odqylwfhytgtngyxm2zkm2q2yje3xkeyxkfqcgc-1769277722._V1_.jpg

gettyimages-1456051466-1769277722.webp

მსახიობი ასევე წარმატებით მონაწილეობს ფოტოსესიებში და სარეკლამო გადაღებებში და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე აქვს - ბოლო დროს მის გვერდით სამკაულების დიზაინერი ინეს დე რამონია, რომელიც ბრედ პიტმა 2022 წელს გაიცნო. ინესი მასზე 29 წლით უმცროსია. მართალია, ქორწინებაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, თუმცა ამბობენ, რომ ბრედი მასთან ძალიან მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს.

ines-de-ramon-brad-pitt-107043640-78e983-1769277722.webp

ყოველთვის ასეთი ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. არც ისე იოლი ცხოვრება ჰქონდა. ხშირად საუბრობს ბავშვობაზე, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი აკრძალული ჰქონდა და ამან მისი შემდგომი ცხოვრება დიდწილად განსაზღვრა.

მკაცრი მშობლები

უილიამ ბრედლი პიტი 1963 წლის 18 დეკემბერს დაიბადა ამერიკაში, ოკლაჰომას შტატის ქალაქ შონიში, ძალიან რელიგიურ ოჯახში. მამამისი უილიამ პიტი მენეჯერი იყო ერთ-ერთ კომპანიაში, დედა ჯეინ ეტა ჰილჰაუსი კი ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლობდა. ბრედი და-ძმასთან ერთად იზრდებოდა სპრინგფილდში, სადაც მალე გადაბარგდა მისი ოჯახი.

mshoblebi

ერთ-ერთ ინტერვიუში პიტი ამბობდა, რომ მამა მასთან ძალიან მკაცრი იყო. მის ოჯახში მუდმივად შეზღუდვები, აკრძალვები და მითითებები იყო. მას გამუდმებით აკონტროლებდნენ. ოჯახი აქტიურად დადიოდა ეკლესიაში, მხოლოდ ლოცვის შემდეგ მიირთმევდა საკვებს და ბავშვებს აიძულებდნენ, საეკლესიო გუნდში ემღერათ, უნდოდათ ეს თუ არა. საბოლოოდ ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბრედი ათეისტი გახდა.

სკოლაში სპორტით იყო გატაცებული - ძირითადად, კალათბურთით, მუსიკალურ სექციაშიც ირიცხებოდა და თვითმმართველობაშიც.

სკოლის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, ჟურნალისტიკა და სარეკლამო საქმე ისწავლა. თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროფესიით არ უმუშავია, ჰოლივუდში გაემგზავრა, რომ სამსახიობო კარიერა დაეწყო. სწორედ იქ შეიცვალა სახელი და დაირქვა ბრედ პიტი. "ან მოსაწყენ ცხოვრებას გავატარებ ჟურნალში სარეკლამო მასალების გაყიდვაში, ან გავხდები ერთ-ერთი მათგანი, ვისაც კინოსამყაროში აღმერთებენ!" - თქვა და მეორე გზა აირჩია.

he-grew-up-in-a-strict-christian-household-in-missouri-1641566784-1769277722.jpg

გზა წარმატებამდე

mshoblebi

როდესაც მშობლებმა გაიგეს, რომ მათმა ვაჟმა უნივერსიტეტი მიატოვა და ლოს-ანჯელესში გაიქცა, უარი თქვეს მისი "სულელური იდეების" სპონსორობაზე და ფულის გაგზავნა შეუწყვიტეს. ამიტომაც, ბრედმა გადაწყვიტა, თავად ეშოვა სამსახური. პირველი სამუშაო საკმაოდ უჩვეულო იყო. ქათმის ფორმა უნდა ჩაეცვა და რესტორნის გარეთ, სანსეტ ბულვარში უნდა ეცეკვა. პიტს სახე არ უჩანდა. პარალელურად მუდმივად ცდილობდა, ყველგან გაეგზავნა განცხადება და როგორმე ფილმში როლი მიეღო.

ერთხელ პიტი სტრიპტიზ-კლუბის მფლობელს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული სამსახური შესთავაზა:"უცნაური სამუშაო იყო. გოგონების კლუბში სამუშაოზე წაყვანა მევალებოდა. მუსიკაზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი, რადგან მაშინ მაგნიტოფონის კასეტები იყო. ასევე საჭირო იყო მთელი ფულის შეგროვება, რასაც სტრიპტიზიორებს საცვლებში უდებდნენ. შოუს ბოლოს კი ცოცხალი უნდა გამოვსულიყავი კლუბიდან. ეს ადვილი არ ყოფილა." - თქვა მოგვიანებით პიტმა. ამას ღამით აკეთებდა, დღისით კი სამსახიობო გაკვეთილებს ესწრებოდა, კინოვარსკვლავების აუზებს ასუფთავებდა და რესტორნებში პროდუქტები დაჰქონდა.

0cbf47ebdacfce0f7ceaf063ea607a4f-1769277721.jpg

mshoblebi

დებიუტი ტელევიზიაში ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდური როლით, მერე გამოჩნდა სერიალში "დალასი". 1988 წელს ითამაშა წამყვანი როლი ფილმში "მზის ბნელი მხარე". თუმცა რაღაც სერიოზული ჯერ არ ჩანდა.

ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი, სანამ ერთ დღეს უილიამ ბოლდუინმა უარი არ თქვა ფილმში "ტელმა და ლუიზა" მონაწილეობაზე და როლი ბრედ პიტს ერგო წილად. ფილმში იმდენად შესანიშნავად გამოავლინა პერსონაჟის იმიჯი, რომ ჰოლივუდში მალევე ახალ ვარსკვლავზე დაიწყეს საუბარი. სასიყვარულო სცენამ ჯინ დევისთან ყველას დაანახა, რომ ახალი სექს-სიმბოლო იბადებოდა.

brad-pitt-legends-of-the-fall-u-l-pj8ofc0-1769277722.jpgbrad4-1769277721.webp

brad-pitt-3-1-399121a25fa548fe903728ff373deaca-1769277721.jpg

ქალები

წარმატებას კინოში მოჰყვა სასიყვარულო ამბებიც. ფილმ "შვიდის" გადაღებაზე გვინეტ პელტროუს გაუმიჯნურდა, თუმცა ქორწინებამდე საქმე არ მისულა.

2000 წელს იქორწინა ჯენფერ ანისტონზე, რომელსაც 2005 წელს გაშორდა.

mshoblebi

"მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე გაჩაღდა მისი და ანჯელინა ჯოლის რომანი და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ჯენიფერთან განქორწინების მიზეზი.

წყვილმა 2006 წელს იქორწინა და 2016 წელს დაშორდა ერთმანეთს.

mshoblebi

"ენჯისთან ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, ძალიან პირდაპირი და პრინციპულია, 6 შვილი კი რთულია, კიდევ უნდოდა შვილის აყვანა, თან გაუთავებელი მოგზაურობა ღარიბ ქვეყნებში, ხან კენიაში, ხან კამბოჯაში, ხან საქველმოქმედო კონფერენციებზე და... გადავიღალე!!! როცა დავშორდით და მარტო დავრჩი, მაშინ მივხვდი, რომ ეს აურზაური სახლში თურმე სასიამოვნო იყო, თავისი ხიბლი ჰქონდა, ძალიან მენატრებოდა ეს ყველაფერი... ახლაც მენატრება", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში.

mshoblebi

mshoblebi

ახლა კი ბრედი ინეს დე რამონის გვერდით არის და მშვენივრად გრძნობს თავს.

brad-pitt-ines-de-ramon-f1-1769277722.webp

62 წლის მსახიობი ბევრს ვარჯიშობს და ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, რომ ფორმა შეინარჩუნოს.

image-1-1769279085.png2025-vs-1999-1769277721. Time flies.jpg

ბრედმა ერთხელ აღიარა, რომ პროზოპაგნოზიის მსუბუქი ფორმით არის დაავადებული - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია სახის აღქმა და ადამიანების გარეგნულად ცნობის უნარი, თუმცა ჩვეულებრივ ცნობენ ნივთებს და საგნებს. ამიტომ მისმა კოლეგებმა იციან, თუ შემთხვევით ისე ჩაიარა, რომ მათ არ მიესალმა, ეს დაავადების ბრალია და არა იმის, რომ ცხვირს უბზუებს.

mshoblebi

არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი... - ანჯელინა საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების ამოკვეთის ოპერაციებზე აკეთებს კომენტარს