მაღალი ხარისხის ვაშლის ძმრის მოსამზადებლად საჭიროა ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე ბევრი ვისაუბრეთ, ახლა გთავაზობთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა დაამზადოთ ვაშლის ძმარი შინ.
მაღალი ხარისხის ვაშლის ძმრის მოსამზადებლად საჭიროა 5 კგ.მწიფე, მომჟავო ვაშლი. გარეცხეთ, მოაცილეთ დაზიანებული ნაწილები, გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან გაწურეთ წვენსაწურში. წვენი ან ვაშლის ნარჩენები მოათავსეთ მინის ან მომინანქრებულ, ფართოყელიან ჭურჭელში. დაასხით 5 ლ. თბილი ანადუღარი წყალი. დაამატეთ 500 გრ. შაქარი ან თაფლი. ასევე 50 გრ. პურის საფუარი და 100 გრ. შავი პური - დუღილის დასაჩქარებლად. ჭურჭელს დააფარეთ დოლბანდი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. სიბნელე საჭირო არ არის.
ასე უნდა იდგეს 10 დღის განმავლობაში. დღეში რამდენჯერმე მოურიეთ ხის კოვზით. 10 დღის შემდეგ მასა გაწურეთ ორმაგ დოლბანდში ორჯერ,და მიღებულ სითხეს ყოველ ლიტრაზე დაუმატეთ 50- 100 გრ. თაფლი ან შაქარი. ურიეთ სრულ გახსნამდე. დუღილის პროცესის დასასრულებლად დოლბანდით თავმოკრული ქილა დადგით სითბოში. როდესაც სითხე დაიწმინდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ძმარი მზად არის.
ყველა პროცესის გავლას ესაჭიროება 30-40 დღე. მზა ვაშლის ძმარი კვლავ გაფილტრეთ დოლბანდის მეშვეობით და ჩაასხით მინის ბოთლებში. ბოთლები გაავსეთ ბოლომდე, ჰერმეტულად დააფარეთ საცობი და შეინახეთ გრილ ადგილას.
ასევე იხილეთ: ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები