სწორ კვებასა და სუფთა ჰაერზე მეტად ბავშვს სჭირდება ჯანმრთელი, დასვენებული და ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლები ეს წესები ცნობილმა ექიმმა კომაროვსკიმ გამოაქვეყნა, არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ზოგადად ადამიანებთან დაკავშირებით.
ბავშვის მიმართ სიყვარული არ იზომება თბილი და მოდური სამოსის ყიდვით, ძვირფასი სათამაშოებით, კანფეტებითა და ანანასებით. სიყვარული ურთიერთობაა. ურთიერთობა, რომლის მიზანიც კარგისა და ცუდის გარჩევაა. გვინდა თუ არა, ასეა მიღებული - ჩაცმა, კვება, მოვლა და სიყვარული ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ. მამაკაცებს კი - ურთიერთობა, კითხვებზე პასუხის გაცემა, ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება. სწორ კვებასა და ხილზე, სუფთა ჰაერსა და ძილზე მეტად ბავშვს სჭირდება ჯანმრთელი, დასვენებული და ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლები. მოზრდილ ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ ბრძოლით საკუთარი ადგილისათვის მზის ქვეშ, ხშირად ავიწყდებათ, რომ თავზე ჭერის გარდა არსებობს ცა, ღრუბლები, ვარსკვლავები და ბუნების უამრავი საოცრება. ბებიებისა და ბაბუების საყურადღებოდ. დაიმახსოვრეთ ოქროს წესი - არასოდეს, არანაირ სიტუაციაში არ მიიღოთ გადაწყვეტილება ბავშვის ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მით უმეტეს არ მოახვიოთ თქვენი აზრები მათ მშობლებს. პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით იღებენ მხოლოდ დედა და მამა. თუ ასე საშიშია ინფექციური საავადმყოფო, შეეცადეთ არ მოხვდეთ იქ. ჩაიტარეთ აცრები, იკვებეთ სწორად და ხარისხიანი საკვებით, დროულად მიაკითხეთ ექიმს დახმარებისათვის, ხშირად დაიბანეთ ხელები, სწორად შეინახეთ პროდუქტები, და ა. შ. მოკლედ - გეშინოდეთ არა ექიმის და საავადმყოფოსი, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინარობის!
მოამზადა სალომე გორგოშიძემ