ეს 3 წლის კარლი ჯაფარიძეა, რომელიც ჩვეულებრივი პატარა ბავშვის ცხოვრებით ცხოვრობდა მშობლებთან და ძმებთან ერთად, თუმცა მოულოდნელად სულ ცოტა ხნის წინ მშობლებმა ცვლილებები შენიშნეს და საკმაოდ მძიმედ მოსასმენმა დიაგნოზმაც არ დააყოვნა - მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. კარლის მამიდა გვანცა ჯაფარიძე გვიამბობს კარლის შესახებ:
- 2 წლის და 8 თვის არის კაკო. მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ ტანზე გაუჩნდა ჩაქცევები, სილურჯეები, რამდენიმე ადგილას და ტემპერატურა ჰქონდა, სხვა სიმპტომი არაფერი ჰქონია. ჭამითაც კარგად ჭამდა და სუსტადაც არ ყოფილა. სამი კვირის წინ იყვნენ თბილისში, მაშინაც ჰქონდა ერთ ადგილას სილურჯე, მაგრამ ჩათვალეს, რომ მირტყმისგან ჰქონდა. მერე გაუმრავლდა, 4-5 ადგილას. 17 დეკემბერს მივიდნენ კლინიკაში. კლინიკაში მისვლამდე, 2-3 დღე ჰქონდა სიცხეები... კლინიკაში დაუსვეს დიაგნოზი და ახლახან თურქეთის კლინიკაში ჩატარებულმა კვლევებმაც (სისხლის, ძვლის ტვინის ბიოფსია და ა.შ.) დაადასტურა B სახის მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია...
განმეორებითი ბიოფსიის შემდეგ მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაც მეტი სიზუსტით გვეცოდინება. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ძალიან დიდი იმედი გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის.
Salitajaparidze1@gmail.com
Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 0160, Georgia
JAPHARIDZE SALOME
GE97BG0000000101197709
საქართველოს ბანკი (კოდი BAGAGE22):
GE97BG0000000101197709
#GE97BG0000000101197709
თიბისი ბანკი:
GE85TB7017045061100055
#GE85TB7017045061100055
ლიბერთი ბანკი:
GE71LB0711191082294000
#GE71LB0711191082294000
მიმღები: სალომე ჯაფარიძე