როგორ უნდა დაუბრუნოთ ელვარება სამკაულებს? - მშობლები

როგორ უნდა დაუბრუნოთ ელვარება სამკაულებს?

2014-11-28 16:16:07+04:00

გენიალური და მარტივი მეთოდი დრე თუ გვიან ყველა სამკაული კარგავს პირვანდელ ბრწყინვალებას. განსაკუთრებით, თუ მათ ხშირად ატარებთ. როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და როგორ დავუბრუნოთ სამკაულებს პირვანდელი ელვარება?

გთავაზობთ მარტივ საშუალებას, რომელსაც შინ მოამზადებთ. დაგჭირდებათ:

1 სუფრის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი სოდა

1 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება

1 ჭიქა წყალი

1 ნაჭერი ალუმინის ფოლგა

mshoblebi

გაწმენდის ეტაპები:

გააცხელეთ წყალი ღუმელში 1 ან 2 წუთით.

მოაჭერით ალუმინის ფოლგა და ჭიქის ან ჯამის ფსკერზე დადეთ.

ცხელი წყალი ჩაასხით ჯამში. დაუმატეთ მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება.

საიუველირო ნივთები მოათავსეთ ფოლგაზე და 5-10 წუთით დატოვეთ.

შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ და მშრალი რბული ქსოვილით შეამშრალეთ.

სულ ეს არის. თქვენი სამკაულები კვლავ ძველებურად იბრწყინებენ.

mshoblebi