მოცეკვავე მილიონერის ცხოვრების უცნობი დეტალები: "მამას და მამიდაშვილს უნდა უმადლოდეს, ასეთი დალხენილი ცხოვრება რომ აქვს...ყველაფერი მზა-მზარეული ერგო" - მშობლები

მოცეკვავე მილიონერის ცხოვრების უცნობი დეტალები: "მამას და მამიდაშვილს უნდა უმადლოდეს, ასეთი დალხენილი ცხოვრება რომ აქვს...ყველაფერი მზა-მზარეული ერგო"

2020-12-27 17:30:21+04:00

სპორტული სხეული, მოდური სამოსი, ფეშენებელური სახლები, იახტები, თვითმფრინავები, მსოფლიოს ულამაზესი ქალები და მილიონობით გამომწერი ინსტაგრამზე - ასეთი გახლავთ იტალიელი ბიზნესმენის ჯანლუკა ვაკის ცხოვრება, რომელსაც "მოცეკვავე მილიონერის" სახელით საქართველოშიც იცნობენ. ვაკი, როგორც იტყვიან, არაფერს იკლებს და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ცდილობს. იტალიაში ამბობენ, რომ ვაკი მხოლოდ მდიდარი კი არა, ბედის ნამდვილი რჩეული და ნებიერაა.

ის რამდენიმე კომპანიის მფლობელია, რომელთა შემოსავალი აძლევს იმის საშუალებას, ლამაზად და ფუფუნებით იცხოვროს.

ალბათ გაგიკვირდებათ, რამდენიმე ბიზნესის წარმატებით გაძღოლის პარალელურად საიდან რჩება ამდენი გართობის, პოზირების, ინსტაგრამზე აქტიურობის და ცეკვის დრო. საქმე ის გახლავთ, რომ არცერთი ბიზნესი მისი დაარსებული არ გახლავთ. ყველაფერი გამზადებული ერგო.

mshoblebi

ჯანლუკას მამამ ჯერ კიდევ ვაჟის დაბადებამდე დააფუძნა ფარმაცევტული პროდუქციის შესაფუთი მასალის საწარმო. როგორც აღმოჩნდა, ძალიან სწორ ნიშას მიაგნო და მალე მისი ფირმა მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა. ასე რომ, ჯანლუკას ბავშვობაც მდიდრული და ფუფუნებით სავსე იყო, რომელსაც მამამისი უზრუნველყოფდა.

mshoblebi

დღეს ჯანლუკა დიპლომირებული იურისტი გახლავთ და რამდენიმე საპატიო პოსტი უკავია სხვადასხვა კომპანიის დირექტორთა საბჭოში, მაგრამ დიდ ოჯახურ ბიზნესს სინამდვილეში მისი მამიდაშვილი ალბერტო ვაკი უძღვება, რომელიც ჯანლუკასგან განსხვავებით, ძალიან მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩევა, დროის უმეტეს ნაწილს საქმიან სამყაროში ატარებს და საზოგადოების წინაშე გამოჩენაც არ უყვარს.

ასე რომ, ჯანლუკა, პირველ რიგში, მამას და მამიდაშვილს უნდა უმადლოდეს, ასეთი დალხენილი ცხოვრება რომ აქვს.

mshoblebi
ალბერტო ვაკი

ვაკი ერთ-ერთი უძველესი გვარია იტალიაში. მათ საგვარეულოში არაერთი ბიზნესმენია, ასევე ხელოვნების მოღვაწეები. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯანლუკამ დიდი ბაბუა ახსენა, რომლის ნამუშევრები დღემდე წარმოდგენილია ცნობილ გალერეებში. სავარაუდოდ, მისგან გადაეცა განსაკუთრებული ლტოლვა ყველაფერ ლამაზისადმი, ყოველ შემთხვევაში, ლამაზი ქალებისადმი.

ჯანლუკა ვაკის ძირითადად, 18-25 წლით უმცროსი ქალები იზიდავს. მილიონერს რომანები ჰქონდა არაერთ ცნობილ მოდელთან თუ მსახიობთან. 2011 წელს გამოაცხადა, რომ ტელეწამყვან მელისა სატზე იყო დანიშნული, თუმცა ერთი თვის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ მიშელ როდრიგესთან რომანზე წერდნენ, თუმცა არც ამ ურთიერთობას ეწერა დიდი დღე. ცოტა ხანში ლინდსი ლოჰანის გვერდით გამოჩნდა.

mshoblebi
ჯანლუკა და გაბრიელე

2016 წელს მოცეკვავე მილიონერის ინსტაგრამის გვერდის მთავარი გმირი ბრენდ Wandering -ის დიზაინერი და კრეატიული დირექტორი ჯორჯია გაბრიელე გახდა. ის ჯანლუკაზე 18 წლით უმცროსი იყო და ვაკი მას მეუღლედ მოიხსენიებდა. გაბრიელე ირწმუნებოდა, რომ ასაკობრივ სხვაობას საერთოდ ვერ გრძნობდა, მაგრამ წყვილი ისე დაშორდა, მიზეზი არავისთვის აუხსნიათ.

ამის შემდეგ იყო რომანი ვიცე მის სამყაროსთან არიადნა გუტიერესთან, მალე ის მოდელმა შერონ ფონსეკამ შეცვალა, რომელიც მილიონერის ცხოვრებას უფრო დიდხანს შემორჩა.

mshoblebi
ჯანლუკა ვაკი და შერონ ფონსეკა

მეტიც, 2020-ში ცნობილი გახდა, რომ გოგონა ბავშვს ელოდებოდა. მანამდე ვაკი ირწმუნებოდა, რომ მზად არ იყო მამობისთვის და არც ისეთ ქალს იცნობდა, ვინც მისი მემკვიდრეების გასაჩენად საკმარისად ღირსეული იყო. ამასობაში მისი პირველი შვილი უკვე მოევლინა ქვეყანას 27 სექტემბერს. მილიონერს გოგონა ეყოლა. ბედნიერმა მამამ შერონთან ერთად სამშობიაროში იცეკვა კიდეც. ეს ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა.

ეს კი ერთ-ერთი ბოლო ვიდეოა ჯანლუკა ვაკის ინსტაგრამზე