ექიმი ნანა სხილაძე საზოგადოებას მიმართავს:
"ყველა ადამიანს, ვინც ახლა კოვიდ ინფექციას ებრძვის, გთხოვთ, მიაწვდინოთ ეს ინფორმაცია, რომ მეორედ არ განმეორდეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა!
როგორც ეს ჩემი კოლეგის, 23 წლის გიორგი ბუაძის გარდაცვალებით მოხდა. კოვიდ სასტუმროდან სამსახურში დაბრუნებული, ამავე სამსახურის საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი, სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.
რატომ უნდა ხდებოდეს ეს? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველას (აქამდე მეც მეგონა) გვგონია ეს პრობლემა არ შეგვეხება. და ეს პრობლემა სადღაც მუდამ ჩვენგან შორს ხდება.
მინდა, მისი ამბით ბევრი ადამიანის რისკ ჯგუფი გამომჟღავნდეს, რადგან მეტად ჩაეძიონ თავიანთ ჯანმრთელობას და ბევრის სიცოცხლე გადარჩეს!
მით უმეტეს კოვიდ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში!
არ არის აუცილებელი იყოთ ქრონიკული დაავადებების მქონე პირი, ან ასაკოვანი. აი, ჩვენ თვალწინ ემართებათ ძლიერ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ადამიანებსაც!
აუცილებლად მოსთხოვეთ ოჯახის ექიმს ანალიზებზე ნებართვა და კონტროლი!
აუცილებლად ჩაიტარეთ კოაგულოგრამის ანალიზი!
რატომ ვითარდება თრომბოზი ახალგაზრდებში?
რამდენად ლეტალური გამოსავალი აქვს თრომბოემბოლიის განვითარებას? ოდესმე თუ დაფიქრებულხართ ჭრილობების დროს სისხლდენა რა გზით ჩერდება? რატომ ჩერდება? ჯანმრთელი ორგანიზმი ამ პროცესისთვის რამდენიმე გზას გადის. ერთ ერთი ასეთი გზა კი დაზიანებულ უბანში თრომბის წარმოქმნის უნარია.
რაში გვჭირდება თრომბის წარმოქმნა? - მის გარეშე სისხლდენა არ შეჩერდება და პატარა ჭრილობაზეც კი ადამიანი სისხლისგან დაიცლება. არსებობს ასეთი დაავადება ჰემოფილია - რა დროსაც ადამიანი პატარა ჭრილობის დროსაც კი იღუპება ,. გოგოები კი პუბერტატულ (გარდატეხის) ასაკსაც ვერ აღწევენ რადგან პირველი ციკლის დროს ადამიანი უბრალოდ სისხლისგან იცლება. ჰემოფილია თითქმის არ გვხვდება ქალებში ის რეცესიული დაავადებაა ანუ მხოლოდ დედისგან მიღებული X ქრომოსომით მჟღავნდება ბიჭებში თუმცა ჰემოფილიით დაავადებული მამაკაცისა და ამ გენის მატარებელი ქალის შეუღლება ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც შესაძლოა დაიბადოს ჰემოფილიით დაავადებული გოგონა.
ამასთან დამეთანხმებით, რომ თრომბის წარმოქმნის ფუნქცია ცოცხალი ორგანიზმის თავდაცვის და სიცოცხლის გადარჩენის ერთ ერთი უნარია.
თუმცა არსებობს ერთი დიდი თუმცა. როდესაც თრომბის წარმოქმნას სასიკვდილოდ იყენებს ჩვენი ორგანიზმი.
ასეა, მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს, რომელიც დღესდღეობით კარდიოინტენსიური განყოფილებაში პაციენტების მოთავსების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.
თრომბი სისხლის შედედების საბოლოო პროდუქტია. შეწებებული თრომბოციტები და სისხლის წითელი უჯრედები ცილა ფიბრინის ბადეში ექცევა და ყალიბდება თრომბი.
სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევისას თრომბის წარმოქმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის მივა დაზიანებულ უბანთან და ამოავსებს მას, ამით შეაჩერებს სისხლდენას. კედლის მთლიანობის აღდგენისთანავე თრომბული მასა დაიშლება.
თუმცა ხდება ისეც, რომ თრომბი სისხლძარღვში ყოველგვარი გარეგანი დაზიანების გარეშე წარმოიქმნება.
ჩვეულებრივ, ამას საფუძვლად უდევს ავადმყოფობა, გენეტიკური ფაქტორები, ცხოვრების წესი,უმოძრაობა თამბაქოს წევა ზოგჯერ – ქირურგიული ჩარევა და ახლა უკვე კოვიდ ინფექციაც.
ჰიპერკოაგულაციის და თრომბოემბოლიური გართულებების არსებობა აღინიშნა დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან, თუმცა არა აუცილებლად და შეიძლება აღინიშნოს მსუბუქად მიმდინარე ინფიცირების დროსაც.
COVID-19-ის პათოფიზიოლოგია ჯერ კიდევ გასაგებია. ცნობილია, რომ დაავადება პირველ რიგში ახდენს რესპირატორულ სისტემის ჩართვას პროცესში, მაგრამ სხვა სისტემების ჩართვა არც თუ ისე იშვიათია.
სავარაუდოდ, სისხლძარღვთა სისტემის ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ავადობას და რაც არსებობს მრავალი მექანიზმი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელს უწყობენ COVID-19 თრომბოემბოლიის მომატებულ რისკს.
პროფილაქტიკური ციტოკინების პათოლოგიურად მომატებული დონე აღმოჩენილია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში.
შედეგად მომატებული სისტემური ანთება, ენდოთელიუმის დაზიანებასთან ერთად, გამოწვეულია ენდოთელური უჯრედების ანგიოტენზინ -2 რეცეპტორზე ვირუსის მიერთებით და ვირუსული რეპლიკაციით, რაც იწვევს პროთრომბოზული ენდოთელიუმის დისფუნქციას.
თრომბოციტების აქტივაცია, იმობილიზაცია, მექანიკური ვენტილაცია და ცენტრალური ვენური კათეტერების გამოყენება აგრეთვე ითვლება დამატებიტ რისკ ფაქტორად რომლებიც ხელს უწყობენ პროთრომბოზულ მდგომარეობას COVID-19ის დროს.
სავარაუდო თრომბოემბოლიით გარდაცვლილი ადამიანის გვამის გაკვეთის შედეგად მკვლევარებმა წარმოადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ პროთრომბოზული მდგომარეობის შესახებ COVID-19 ის დროს.
ბოლოს ჩატარებულმა გაკვეთამ აჩვენა, რომ სხეულის თითქმის ყველა ორგანო ში ხდება თრომბის განვითარება. ანტიკოაგულაციური სტატუსის მიუხედავად და ზოგჯერ დაავადების მიმდინარეობის დასაწყისშიც კი აღინიშნება მრავალ ორგანოში მნიშვნელოვანი მაკროვასკულარული და მიკროვასკულარული თრომბოზის განვითარება.
COVID-19- თან დაკავშირებული თანმხლები პროთრომბოზული მდგომარეობის პროფილაქტიკისათვის, თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების (ISTH) შუალედური ინსტრუქცია რეკომენდაციას იძლევა, რომ უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, პროფილაქტიკური დოზა დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა პაციენტში (ინფიცირების სიმძიმის მიუხედავად). მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და დოზებით!
ვენური თრომბოემბოლიის მაჩვენებლები, განსაკუთრებით კრიტიკულ პაციენტებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მოსალოდნელია მწვავე ინფექციების მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
ანტიკოაგულანტებმა შესაძლოა შეცვალოს კლინიკური მიმდინარეობა და გააუმჯობესოს COVID-19 ინფიცირებული პაციენტების პროგნოზი.
სტანდარტიზებული ანტიკოაგულანტური პროტოკოლები უნდა იქნას გამოყენებული COVID-19 პაციენტებში უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში.თრომბოემბოლიის განვითარების რისკის შესამცირებლად
პრობლემის დროს თრომბი სისხლძარღვის შიგნით სისხლის მიმოქცევაში უფრო და უფრო იზრდება, ახშობს სისხლძარღვის სანათურს და აფერხებს ქსოვილებისკენ სისხლის მიდინებას. უარეს შემთხვევაში ის შესაძლოა მოწყდეს სისხლძარღვის კედელს და სისხლის ნაკადს რომელიმე ორგანოსკენ გაჰყვეს, დაახშოს მისი მომმარაგებელი სისხლძარღვი და სიკვდილი გამოიწვიოს.
ვინაიდან რესპირატორული სიმპტომები წარმოადგენს დაავადების ფუნდამენტურ მახასიათებელს, ვლინდება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ დაავადება ასოცირდება შედედების დისფუნქციასთან, რაც პაციენტებს მიდრეკილებას უქმნის როგორც ვენური, ასევე არტერიული თრომბოემბოლიის (TE) რისკზე და ამის შედეგად პოტენციურად ზრდის სიკვდილიანობის რისკს.
თრომბოზი ყველაზე ხშირად ხდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ცერებრალური ინფარქტის ან ვენური თრომბოემბოლიის სახით, ანუ ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. ყველა სახის თრომბოზის სიხშირე მკაცრად არის დამოკიდებული ასაკზე.
ახალგაზრდა პირებში, 40 წლამდე, ვენური თრომბოზი არის თრომბოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა.
არტერიული და ვენური თრომბოზის რისკფაქტორები განსხვავდება და ამ უკანასკნელთა შორის ჰემოსტაზის დარღვევები უფრო აშკარაა.
ბავშვებში ვენური თრომბოზი თითქმის მხოლოდ კლინიკაში ცენტრალურ ვენურ კათეტერებთან ასოცირდება, გარდა ახალშობილის თირკმლის ვენის თრომბოზისა, რომელსაც უცნობი ეტიოლოგია აქვს.
მოზრდილებში, ვენური თრომბოზის რისკის ფაქტორები არსებითად იგივეა, რაც ხანდაზმულ პირებში, გარდა პერორალური კონტრაცეპტივების, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ ახალგაზრდა ქალებით.
ახალგაზრდა ქალებში უმეტესად ვენური თრომბოზული მოვლენები შეიძლება მიეკუთვნებოდეს პერორალურ კონტრაცეპტივებს.
ვენური თრომბოზი არის მრავალი მიზეზობრივი დაავადება: თრომბოზის წარმოქმნამდე საჭიროა ერთზე მეტი რისკფაქტორის არსებობა.
რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მეტი რისკფაქტორია საჭირო თრომბოზის წარმოქმნისათვის
ბავშვებში ხშირად სამი ან ოთხი და ახალგაზრდებში ხშირად ორი ან მეტი.
დატვირთული მემკვიდრეობა – თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გქონიათ ვენების თრომბოზი ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რისკი იმატებს; ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი; ცხოვრების უმოძრაო წესი; ხანგრძლივი უძრაობა, მაგალითად, ავადმყოფობის გამო წოლა, ფრენა თუ სახმელეთო ტრანსპორტით შორ მანძილზე მგზავრობა; სისხლის შემდედებელი სისტემის მკვეთრი გააქტიურება, რასაც მედიცინაში ჰიპერკოაგულოპათია ეწოდება. ის შესაძლოა ჰორმონული პრეპარატების, მაგალითად, კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბების) მიღებით იყოს გამოწვეული; ზოგიერთი დაავადება, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა სისტემისა (განსაკუთრებით – გულის უკმარისობა), კიბო (განსაკუთრებით – პანკრეასისა, საკვერცხისა და ფილტვისა, თუმცა ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნე მეტასტაზების განვითარების პერიოდში შეიძლება თრომბების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს). რისკის ფაქტორია ქიმიოთერაპიაც; თამბაქოს წევა; ჭარბი წონა; ქირურგიული ოპერაცია; ორსულობა; 40 წელზე უფროსი ასაკი; ქვედა კიდურების ტრავმა. იშვიათად ფილტვის არტერია შესაძლოა დაახშოს არა თრომბულმა მასამ, არამედ აირის ბუშტუკებმა, სიმსივნურმა ქსოვილმა, ცხიმმა ძვლის მოტეხილობისას, კოლაგენმა.
დაავადების სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, ფილტვის რამდენად დიდ ნაწილს მოიცავს თრომბული მასები, ასევე – თრომბის ზომაზე და ფილტვების ან გულის თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობაზე.
SOS!
უმეტესად გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, რომელიც, ჩვეულებრივ, უეცრად ვითარდება და ყოველთვის მძიმდება ფიზიკური დატვირთვისას. მას, შესაძლოა, თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, რომელსაც გულის შეტევის დროს განვითარებულ ტკივილს ამსგავსებენ. ტკივილი იმატებს სუნთქვის, ხველების, ჭამის, მოძრაობის დროს (და საგულისხმოა, რომ შეჩერების, შესვენების შემდეგ არ ყუჩდება). დამახასიათებელი სიმპტომია ხველა, რომელსაც შესაძლოა სისხლიანი ნახველი მოჰყვეს.
სხვა ნიშნებია:
ფეხის ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით – წვივის არეში; ციანოზური (მოლურჯო) ელფერის კანი; ცხელება; ჭარბი ოფლიანობა; სწრაფი და არარეგულარული გულისცემა; თავბრუხვევა, გონების დაკარგვა. რეკომენდაცია:
ეცადეთ, ბევრი სითხე მიიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოება და, შესაბამისად, თრომბის წარმოქმნის კიდევ ერთი რისკფაქტორი. ერიდეთ ალკოჰოლს, რადგან მას სითხე ორგანიზმიდან გამოაქვს. ავტომობილით მგზავრობთ, საათში ერთხელ გააჩერეთ და რამდენიმე წუთი ფეხით ისეირნეთ. შეგიძლიათ, რამდენჯერმე ბუქნიც გააკეთოთ. ჯდომისას 15-30 წუთში ერთხელ აამოძრავეთ კოჭები. კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ექიმმა შესაძლოა კომპრესიული წინდებიც გირჩიოთ.