სურდო ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ წარმოდგენა, რომ იგი თავისთავად გაივლის, არცთუ ისე მართებულია, მით უმეტეს, თუ საქმე მცირე ასაკის ბავშვს ეხება, რომელსაც ლორწოვანის ოდნავი შეშუპების შემთხვევაშიც კი ცხვირი ეჭედება და სუნთქვა უჭირს. ცხვირით სუნთქვის დარღვევისას ბავშვი წუხს, ერღვევა ძილი. ცხვირის ლორწოვანი გარსი არის პირველი ბარიერი - სხვადასხვა ვირუსის, ბაქტერიის და სხვა მიკროორგანიზმების ჩვენს სხეულში შეღწევის გზაზე. როდესაც ბაქტერია ხვდება ცხვირის ლორწოვან გარსზე, იწყება სურდოს განვითარება. ძირითადად, ასეთი სიტუაცია წარმოიქმნება ზედმეტად გაციების, ვირუსული ინფექციების, აგრეთვე ალერგენებთან კონტაქტის გამო. თუმცაღა არსებობს სხვა მიზეზებიც.
თუ სურდო 10 დღეზე მეტხანს არ ტოვებს ბავშვს, აწუხებს ცხვირის დაგუბება ან გამონადენი, უნდა დავფიქრდეთ პროცესის შესაძლებელ ქრონიზაციაზე.
სიტუაციაზე დროული გავლენის გარეშე მკურნალობა შეიძლება ხანგრძლივი და რთული პროცესი გახდეს.
დაავადება სწრაფად იწყებს პროგრესირებას და ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას მისი დანამატი ღრუების ყველა ფენა შეუძლია შეუერთდეს. ამ მდგომარეობას თან ახლავს ცხვირში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რის შედეგადაც წარმოიშვება ლორწოვანი გარსის შეშუპება და ეს ნორმალური სუნთქვის დაბრკოლებას იწვევს. შედეგად, ცხვირიდან გამონადენის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ვირუსული ინფექციები დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები იმუნიტეტის დაქვეითება ზედმეტად გაციება ალერგენები დაბალი ტენიანობის შენობაში ხანგრძლივი დარჩენა სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება ცხვირის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
როგორც წესი, ალერგიული სურდო უეცრად ჩნდება და ხასიათდება ცხვირიდან ჭარბი რაოდენობის ლორწოს გამოყოფით და ხშირი ცემინებით. ამ ფორმას ახასიათებს გამეორება: სურდო შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როდესაც ჰაერში არის დაავადების გამომწვი მიზეზი ალერგენის სახით.
სურდოს ფორმიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სიმპტომები შეიძლება იცვლებოდეს ცხვირის სიმშრალიდან დაწყებული - ჭარბ ჩირქოვან გამონადენამდე. ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი:
ცხვირით თავისუფალი სუნთქვის გაძნელება ხშირი ცემინება ყურების დაგუბება თავის ტკივილი ცხვირში სიმშრალის და წვის შეგრძნება ცხვირის გადაჭარბებული შეგუბება ყნოსვის არ არსებობა (სუნის შეგრძნების) ლორწოვანი ხასიათის გამონადენი ცხვირიდან
ყურადღება მივაქციოთ ეუფორბიუმ კომპოზიტუმ ნაზენტროფენ SN-ს, რომლის გამოყენება ბავშვებში 2 წლიდან არის შესაძლებელი. სპრეი ნაჩვენებია სხვადასხვა ხასიათის სურდოს სამკურნალოდ: ვირუსული, ბაქტერიული და ალერგიული, მწვავე და ქრონიკული.
ნატურალური კომპლექსური შემადგენლობის წყალობით, პრეპარატს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ვირუსსაწინააღმდეგო, რეგენერაციული, იმუნომაკორეგირებელი ქმედება. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს არ გააჩნია სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი, ის არ იწვევს მიჩვევას - რაც ხანგრძლივია მისი გამოყენება, მით უფრო ძლიერია მისი მოქმედება.
პრეპარატ ეუფორბიუმ კომპოზიტუმ ნაზენტროფენ SN-ის უპირატესობა გამოყენებისას:
არ შეიცავს სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებს ხელს უშლის ლორწოვანის გამოშრობას და ატროფიას ახდენს ანთებითი პრცესის ოპტიმიზირებას და ასრულებს მას ააქტიურებს ადგილობრივ იმუნიტეტს - აძლიერებს ლორწოვანი გარსის ბარიერულ ფუნქციას, მავნე აგენტის შეჭრის წინააღმდეგ აუმჯობესებს ცხვირ-ხახის ლორწოვანის მეტაბოლიზმს ხელს უწყობს ცხვირ-ხახის უფრო ხარისხიან სანაციას გააჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი - რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიით დაავადებულთა, მცირეწლოვანი ბავშვების, ორსული და მეძუძური ქალების, მოხუცების, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ამცირებს/აწესრიგებს სისხლძარღვთა შემავიწროებლების, აასს, ა/ბ, ანტიჰისტამინური პრეპარატების გვერდითი ეფექტებს - ხელს უწყობს მათი გამოყენების დროის შემცირებას (!) სრულფასოვანი და სწორი მკურნალობისას უზრუნველყოფს ხანგრძლივ რემისიას გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც
ალერგიული რინიტის დროს ასევე რეკომენდებულია ლიმფური სადრენაჟო პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აჩქარებენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ალერგიის დროს ორგანიზმში ინტოქსიკაცია იზრდება და იმის გამო, რომ უკვე არის ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ეს ხელს უშლის ტოქსინების ნორმალურ გამოდევნას და ანთებითი პროცესის შემცირებას. ამიტომ, სასურველია დამატებით ისეთი უნიკალური სადრენაჟო სამკურნალო საშუალების გამოყენება როგორიცაა, მაგალითად ლიმფომიოზოტი (ტაბლეტები, წვეთები, ამპულები). პრეპარატი საშუალებას იძლევა შემცირდეს შეშუპება, გაუმჯობესდეს ლიმფური სისტემის ფუნქციონირება და სადრენაჟო ეფექტი, დაჩქარდეს გამოჯანმრთელების პროცესი და უჯრედულ დონეზე აღდგეს ორგანოთა სისტემების ფუნქციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
R