რა უნდა გქონდეთ წლევანდელ საახალწლო სუფრაზე და როგორ გავაფორმოთ მარტივად და ლამაზად? რა უნდა გქონდეთ წლევანდელ საახალწლო სუფრაზე და როგორ გავაფორმოთ სუფრა მარტივად? - ეს შეკითხვები უკვე აქტუალურია, რადგან რამდენიმე კვირაში ახალი წელი კარს მოგვადგება. სალათები ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ატრიბუტია და თანაც, შესანიშნავი "მასალაა" გასაფორმებლად და სუფრის გასალამაზებლად. სადღესასწაულო სუფრას ისედაც უხდება ლამაზი გაფორმება. ალბათ გინახავთ ფოტოებზე სადღესასწაულო სუფრები, რესტორნებსა და ფუშეტებზე - მაგიდაზე რეალურად ბევრი არაფერი დევს ხოლმე, მაგრამ ისე ლამაზად არის გაფორმებული, თვალს უხარია. ქალბატონებო და ბატონებო, სულაც არ ყოფილა რთული სუფრის ლამაზად გაფორმება, საახალწლო იდეების და დეტალების შეტანა კერძებში.
ეს ფოტო-რეცეპტები ამაში დაგარწმუნებთ - დაათვალიერეთ და შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ვარიანტები. ჩვენ ყველაზე მარტივად გასაკეთებელი, თუმცა ლამაზი და გემრიელი შევარჩიეთ. ხალისიანად გაფორმებული სუფრით განსაკუთრებით თქვენი პატარები გაიხარებენ, სტუმრებსაც სასიამოვნოდ გააოცებთ ოროგინალურობით. გისურვებთ ლამაზ, გემრიელ და ხვავიან საახალწლო სუფრას.