ბავშვის მდიდარი ემოციური სამყაროს განვითარება წარმოუდგენელია სათამაშოების გარეშე. სწორედ ისინი აძლევენ საშუალებას ბავშვს, გამოხატოს საკუთარი გრძნობები, შეისწავლოს გარესამყარო, ისწავლოს კომუნიკაცია და შეიმეცნოს საკუთარი თავი. გაიხსენეთ თქვენი საყვარელი სათამაშოები! სულაც არ არის აუცილებელი, ის ძვირადღირებული თოჯინა, ან მანქანა იყოს. სათამაშოს არჩევა ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხია. ეს არჩევანი შინაგანად დაახლოვებით იგივე ემოციურ ფონს ატარებს, რაც უფროსებისთვის მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების არჩევაა.
ეჭვგარეშეა, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს სათამაშოების გარკვეული ნაკრები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის აღქმას, აზროვნებას, მოტორიკას, წარმოსახვას და მეხსიერებას. ასევე, საშუალებას მისცემს გაათამაშოს გონებაში რეალური და ზღაპრული სიტუაციები, მიბაძოს უფროსებს.
ნებისმიერი თამაში სახალისოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. სამაგიდო თამაშები ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ძალიან სასარგებლოა, რადგან ისინი აუმჯობესებენ თქვენი ცხოვრების ხარისხს, ხელს უწყობენ აზროვნებას და პოზიტიურ განწყობას. თუ შვილები გყავთ, მაშინ მათთან რეგულარულად თამაში უბრალოდ აუცილებელია. მშობლებმა უნდა შეიძინონ სამაგიდო თამაშები ბავშვებისთვის ასევე იმიტომ, რომ ისინი ავითარებენ ბავშვის ყურადღებას და ლოგიკას, ასწავლიან მათ გუნდურ აზროვნებას და კოლექტიურ მოქმედებას. პედაგოგების და ფსიქოლოგების რჩევით, სამაგიდო თამაშები არა პერიოდულად, არამედ რაც შეიძლება ხშირად უნდა ითამაშოთ.
სამაგიდო თამაშების თამაშის დროს, ადამიანები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს. ორგანიზმი გამოიმუშავებს ბედნიერების ბუნებრივ ჰორმონს - ენდორფინს. დადებითი ემოციების წყალობით, ადამიანი გაცილებით სიცოცხლისმოყვარული, გახსნილი და გულწრფელი ხდება. სამაგიდო თამაშები ასევე ზრდის თავდაჯერებულობას და ხსნის შემოქმედებით პოტენციალს. თამაშის დახმარებით სხვებთან კომუნიკაცია, მორცხვ და ჩაკეტილ ბავშვებს ეხმარება საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენაში და კომპლექსების დაძლევაში. ამას გარდა, სამაგიდო თამაშების წესები გულისხმობს აქტიურ ურთიერთობას ერთმანეთში. რაც ბავშვს უფრო გაბედულს ხდის და ეხმარება, რომ სხვების თვალში შესამჩნევი გახდეს. სამაგიდო თამაშები ხსნის სტრესს. ის იწვევს სიცილს, მხიარულებას, რაც ხელს უწყობს მთელი დღის მანძილზე დაგროვილი სტრესისაგან გათავისუფლებას. მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ ზრდასრული ადამიანები სამაგიდო თამაშებს დეპრესიის დაძლევის მიზნითაც ყიდულობენ. ასე რომ, მშობლები აუცილებლად უნდა ჩაერთონ და ითამაშონ ბავშვებთან ერთად. თამაში ასწავლის მიზანდასახულობას. თამაშის მოსაგებად, ბავშვმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკა. მხიარულ, მოდუნებულ ატმოსფეროში, მოზრდილებსაც და პატარებსაც შეუძლიათ მარტივად და ყოველგვარი სტრესის გარეშე ისწავლონ მიზნის დასახვა და მისკენ მისვლა. სამაგიდო თამაშები ელექტრონული გაჯეტების შესანიშნავი ალტერნატივაა. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძალიან რთულია მოწყვიტო ბავშვი კომპიუტერს ან სმარტფონს. ბავშვები და მოზარდები დროის ლომის წილს ვირტუალურ "მეგობრებთან" ატარებენ, ავიწყდებათ რეალური, ცოცხალი და ნამდვილი კომუნიკაცია. სამაგიდო თამაშები აძლიერებს კავშირს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის და აუმჯობესებს ურთიერთობებს. გუნდის ერთიანობა, მხიარული დაპირისპირება აახლოვებს მონაწილეებს.
კონსტრუქტორები „ჭკვიანი სათამაშოების“ კატეგორიაში შედის და ბავშვების ერთერთ ყველაზე საყვარელ სათამაშოდ ითვლება.
მოტორიკა. კონსტრუქტორის კომპონენტების შეერთებით, ბავშვი სწავლობს ზუსტი მოძრაობების გაკეთებას, ავითარებს მოტორიკას, შეიგრძნობს ობიექტების უმცირეს დეტალებს, რაც დადებითად მოქმედებს მოძრაობის და მეტყველების ზონებზე თავის ტვინში. ცნობისმოყვარეობა. კონსტრუქტორის აწყობის პროცესში ბავშვი ბევრ საცდელ მოქმედებას აკეთებს. უშვებს შეცდომებს და შემდეგ ასწორებს მათ. ამ გზით, კონსტრუქტორები ხელს უწყობს თავისუფალ შემოქმედებას და ექსპერიმენტების სურვილს. ფიქრი. აწყობის პროცესი ავარჯიშებს მეხსიერებას და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას. ასწავლის ბავშვს საგნებს შორის კავშირს, შედარებას და სამომავლო შედეგის ხედვას. ბავშვი ეცნობა ისეთ ცნებებს, როგორიცაა: ფორმა, სიდიდე, ზომა, რაოდენობა. მოთმინება და მიზანი. კონსტრუქტორი საუკეთესო საშუალებაა ჰიპერაქტიული ბავშვებისათვის. ინსტრუქციის მიხედვით თამაში მოითხოვს მოთმინებას, დავალების შესრულებას, რაც სიმულაციას უწევს მოზრდილთა ქცევას. ეს თვისებები აუცილებელია მიზნის მისაღწევად. გუნდური მუშაობა. ასევე ძალიან კარგია, თუ კონსტრუქტორს ბავშვთან ერთად მშობელიც ააწყობს. ამით ხელს შეუწყობთ თანამშრომლობის უნარების განვითარებას. შემოქმედებითი უნარები. კონსტრუქტორის აწყობის პროცესში, ბავშვი შეიძლება გასცდეს ინსტრუქციაში წარმოდგენილ წესებს და ფანტაზიის წყალობით შექმნას რაღაც ახალი. მას შემდეგ, რაც ბავშვი აითვისებს ძირითად მოდელებს, ის აუცილებლად გააგრძელებს საკუთარი პროექტების განხორციელებას.
სამაგიდო თამაშების და კონსტრუქტორების ხარისხიან და ფართო არჩევანს გვთავაზობს XS Toys - სათამაშოების მაღაზია. აქ შეგიძლიათ სამაგიდო თამაშები ქართულ ენაზეც შეიძინოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამაგიდო თამაშები მშობლიურ ენაზე გაცილებით აადვილებს აღქმას, წესების სწორად გაგებას და კომუნიკაციას ერთმანეთთან. სასურველი თამაშის შეძენა მაღაზიაში მისვლის გარეშეც, online შეგიძლიათ.