მოგეხსენებათ, მსახიობები გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე შვილს ელოდებოდნენ - მარიამი ორსულობის დროს სოციალურ ქსელში ხშირად პოსტავდა ფოტოებს.
როგორც გიორგის დედის, თეონა ჩივაძის ფეისბუქიდან ირკვევა, კიდევ ერთი პატარა მახარაძე მოევლინა ამ ქვეყანას, კიდევ ერთი გოგონა. გახარებული ორგზის ბებია სამშობიაროდან ფოტოს ავრცელებს და მილოცვებს იღებს.
შეგახსენებთ, გიორგის დაქორწინებული იყო მარიამ რიონიშვილზე და მათ საერთო შვილი ელენე მახარაძე ჰყავთ. გიორგის ელენესთან არაჩეულებრივი ურთიერთობა აქვს და ხშირად აქვეყნებენ გართობის ამსახველ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.
თეკლა ჟვანია
„გიორგი გახარებულია, ორი გოგოს მამა ვარო... მე ნათლობის სახელს დავუძახებ“ - რა დაარქვეს პატარას