ნამდვილად გაოცდებით! რაც უფრო ცივა, მით უფრო მეტად გვჭირდება თბილად ჩაფუთვნა. საამისოდ კი ფუმფულა შარფი საუკეთესო გამოსავალია. ამ ვიდეოგაკვეთილით ისწავლით, როგორ მოქსოვოთ შარფი ყოველგვარი ჩხირებისა და საქსოვი მოწყობილობების გარეშე. მხოლოდ ძაფი და შიშველი ხელებია საჭირო. შეარჩიეთ სასურველი ფერის ძაფი და ნახევარი საათი დაუთმეთ ხელსაქმეს. ეს შარფი შესანიშნავის საჩუქარი იქნება თქვენი მეგობრებისთვისაც. გარდა იმისა რომ სეზონურია, ნებისმიერ ჩაცმულობას დაამშვენებს. რაც მთავარია, ძალიან ადვილი მოსაქსოვია. ტან ქსოვა რთული დღის შემდეგ საუკეთესო განტვირთვაა.