ცხოვრება COVID-19-ის პანდემიის დროს ერთნაირად რთული აღმოჩნდა როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. 2020 წლის მარტის ბოლოს, კორონა ვირუსის გავრცელების გამო, 190 ქვეყანაში დაიკეტა სკოლები და შედეგად, 1,5 მილიარდი ბავშვისა და მოზარდის საგანმანათლებლო პროცესი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
დისტანციური სკოლები ეფექტური აღმოჩნდა, როგორც დროებითი ვარიანტი, მაგრამ პედაგოგები და ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვების დიდი ხნით სახლში გაჩერება არ არის შედეგის მომტანი. ისინი აუცილებლად უნდა დადიოდნენ სკოლაში, ეკონტაქტებოდნენ თანატოლებს და მასწავლებლებს - ამაზე მათი განვითარება და მომავალია დამოკიდებული.
სკოლაში დაბრუნება - ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური თემაა თავად მოსწავლეებისთვის.
ხანგრძლივ დისტანციურ სწავლებას სამწუხაროდ თავისი მინუსები აქვს: ზოგი პროგრამას ჩამორჩა, ან მოტივაცია დაკარგა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ონლაინ გაკვეთილზე რთულია მოსწავლეების ზოგადი დისკუსიის ჩართვა, დიალოგისა და ჯგუფური მუშაობის ორგანიზება; პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და ა.შ. ონლაინ გაკვეთილის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი საკლასო გაკვეთილისა. ამიტომ, აუცილებელია, რომ მშობლებმა იზრუნონ ბავშვების სასკოლო განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ფაქტორი, სწავლის დაწყების პერიოდში, ახალი სასკოლო ნივთებია. არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც ახალი ჩანთა, ლამაზი რვეულები, ფერადი ფანქრების ნაკრები, ლამაზი პენალი და ზოგადად, ახალი სასკოლო ნივთები არ უხარია.
სკოლაში დაბრუნება კიდევ უფრო სასიხარულო და სასურველი რომ გახდეს, საუკეთესო საჩუქარი მოსწავლისთვის სწორედ ახალი სასკოლო ნივთებია!
„ბიბლუსის“ ფილიალებში სასკოლო საგნების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. სკოლების გახსნასთან დაკავშირებით კი, შეგიძლიათ 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. ასევე, შეძლებთ ყველაფერი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ.
სკოლის ჩანთა ის ნივთია, რომლითაც ყოველთვის გაახარებთ შვილს. ბავშვებისთვის, ახალი სასწავლო წელი - ახალ ჩანთასთან ასოცირდება! საუკეთესო ხარისხის ზურგჩანთები, სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში სწორედ „ბიბლუსშია“ წარმოდგენილი.
პენალი ის ნივთია, რომელიც ხშირად საჭიროებს შეცვლას. „ბიბლუსში“ შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო საკანცელარიო ნივთებით სავსე ვარიანტიც.
ფაქტია, რომ ლამაზი ნივთები კარგ განწყობას ქმნის. ახალი, ფერადი და ლამაზი სკოლის რვეულები დავალების დაწერის პროცესს უფრო სასიამოვნოს და სახალისოს ხდის.
სახატავი ნივთების შეძენისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი ხარისხი. „ბიბლუსი“ საუკეთესო ხარისხის ფანქრების, კალმების, ფლომასტერების და საღებავების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ!
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნივთი ბავშვებისთვის. პლასტელინით ძერწვა ძალიან ეფექტური და სახალისო საქმიანობაა, დაწყებითების მოსწავლისთვის. მიეცით თქვენს შვილს პლასტელინის ნაჭერი და ნახავთ, რამდენად სწრაფად აღმოაჩენს ის ახალ სამყაროს. ხარისხიანი პლასტელინის შერჩევა ონლაინაც შეგიძლიათ.
დაეხმარეთ ბავშვებს სწავლის „რეალურ რეჟიმში“ გადასვლაში და შეუქმენით მათ ნამდვილი, სასკოლო განწყობა!
ჯანმრთელობას და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!