უმი კვერცხი ნაკლებად სანდოა, ბევრ ბაქტერიას შეიცავს, ამიტომ... კვერცხს ადამიანები ძველთაგანვე იყენებდნენ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. იგი პროტეინების წყაროა. ორ კვერცხში იმდენივე პროტეინია, რამდენიც ამდენივე მოცულობის ძროხის რძეში ან თევზში. კვერცხი რეკომენდებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ცილებით მდიდარი ეს პროდუქტი აუცილებელია მათთვის, ვისაც პროტეინების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ესაჭიროება: ბავშვებს, მოზარდებს, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს, სპორტსმენებს. ყვითელი გული მდიდარია ქოლესტერინით, ამიტომ ხანში შესულთათვის და სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის მისი დიდი რაოდენობით მოხმარება არ არის რეკომენდებული. დღეში ორი ცალი კვერცხის მიღებით მოზრდილის ორგანიზმი ფოსფორზე მოთხოვნილებას 25%-ით იკმაყოფილებს.
კვერცხის შემადგენლობაში შედის აგრეთვე A და B ჯგუფის ვიტამინები. კვერცხი მეტისმეტად დიდხანს არ უნდა ვხარშოთ, რათა არ დაიშალოს მასში შემავალი ვიტამინები, რომლებიც ადვილად იშლებიან სინათლისა და ტემპერატურის ზემოქმედებისგან - საშუალოდ, კვერცხის მოხარშვას 20 წუთი სჭირდება.
ჩვენი ბებიების თაობას ძალიან უყვარდა ე.წ. გოგლი-მოგლი, კვერცხი და შაქარი, ან 1 ჭიქა ცხელ რძეში ათქვეფილი ქათმის კვერცხის კოქტეილი. ბრონქიტის დროს ეს შესანიშნავი დამარბილებელი საშუალება ყოფილა. ცხელი რძისა და კვერცხის კოქტეილი ხსნის ასევე თავის ტკივილსა და შაკიკის შეტევას. თუმცა ახლა ექიმები ამბობენ, რომ უმი კვერცხი ნაკლებად სანდოა, ბევრ ბაქტერიას შეიცავს და სალმონელოზის საფრთხის შემცველიცაა, ამიტომ გვირჩევენ, კვერცხი ძირითადად მოხარშული მივიღოთ.
ორგანიზმს ასევე აძლიერებს და კალცით ამარაგებს კვერცხის ნაჭუჭის მიღება. 1 თვის განმავლობაში მიიღეთ ახალი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი. ამისათვის ნაჭუჭი ამოავლეთ მდუღარეში, გაახმეთ ტაფაზე და დაფქვით. მიიღეთ დილით უზმოზე: ნახევარი ჩაის კოვზ ფხვნილს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, შეგიძლიათ გახსნათ წყალშიც. ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
კვერცხი აუცილებლად შეინახეთ მაცივარში, სასურველია - შიდა სივრცეში და არა მაცივრის კარის თაროზე;
სანამ მოამზადებთ ან შეინახავთ, ნაჭუჭიანად კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: კალცის ბუნებრივი საბადო - ხალხური რეცეპტები კვერცხის ნაჭუჭისგან