ბირჯე აკალაი თურქული კინოს კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც ბევრი სხვასავით, სილამაზის კონკურსიდან აღმოჩნდა კინოში.
ბირჯე 1984 წლის 19 ივნისს დაიბადა სტამბოლში. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ბავშვობიდან დაჰყავდათ ბალეტზე - სამი წლიდან და საკმაოდ დიდხანს ისწავლა.
2004 წელს "მის თურქეთის" გამოსავლენ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპაში იმართებოდა და მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სტამბოლის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა.
2007 წელს კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა პარალელურად ტელევიზიაში წამყვანად მუშაობდა. 2006 წელს ჰქონდა დებიუტი, როგორც მსახიობს. მერე კი ნელ-ნელა დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა, საკმაოდ წარმატებით.
2011 წელს პირველად გათხოვდა - ცნობილ მსახიობ მურატ იუნალმიშზე, რომელსაც ბევრი იცნობს სერიალით "ერთხელ ჩუკუროვაში". მათმა ქორწინებამ ერთ წელს გასტანა მხოლოდ.
2014 წელს იქორწინა ასევე მსახიობ სარპ ლევენდოღლუზე. თუმცა 2017 წელს მასაც გაშორდა.
სწორედ მასთან ქორწინებაში გაუჩნდა შვილები - ქალ-ვაჟი, რომელთა აღზრდასაც დიდ დროს უთმობს.
დღეს ბირჯე თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად და პოპულარულ მსახიობად მიიჩნევა.