ფეიხოას "ცოცხალი მურაბა" ამ ნაყოფის შენახვის საუკეთესო მეთოდია - რეცეპტი ფეიხოას სასარგებლო თვისებებ ყველასთვის ცნობილია (იხილეთ სტატია). ის იოდის ნამდვილი საბადოა, სასარგებლოა გულისთვის და საუკეთესოა იმუნიტეტისთვის. ფეიხოას "ცოცხალი მურაბა" ამ ნაყოფის შენახვის საუკეთესო მეთოდია.
დაგჭირდებათ:
ფეიხოა - 1 კგ
შაქარი - 1 კგ
მომზადება:
ნაყოფი კარგად გარეცხეთ და წააცალეთ ბოლოები. ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ კანთან ერთად, აურიეთ შაქართან და სტერილურ ქილებში გაანაწილეთ. მაცივარში ასე ინახება 2 თვემდე.
ჩიყვის სამკურნალოდ 1 სუფრის კოვზი მიიღეთ დილით და საღამოს 10 დღის განმავლობაში, მერე კი შეისვენეთ ამდენივე დღე.
კარგი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა, არეგულირებს იოდის შემცველობას ორგანიზმში.
სანამ სეზონია, ეცადეთ, ყოველდღე მიირთვათ ცოცხლად ფეიხოა, შეგიძლიათ ასევე, გაახმოთ და გაზაფხულამდე სვათ ვიტამინებით სავსე არომატული ჩაი.