ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, რომელიც ამჟამად ბარსელონაში იმყოფება, კატალონიის დედაქალაქიდან მიულოცა დედის დღე თავის დედას.
"ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა", - დაწერა ინსტაგრამზე და დედის ფოტო გამოაქვეყნა. იქიდან იმაზე იზრუნა, რომ დედისთვის ოდნავ მოგვიანებით ყვავილების თაიგული მიერთმიათ.
შორენას ქალიშვილი ევა ინსტაგრამზე ასევე საკმაოდ აქტიურია და ხშირად დებს ფოტოებს ფოტოსესიებიდან, რომლებსაც სხვადასხვა სარეკლამო კამპანიისთვის იღებს. როგორც იცით, ევაც სამოდელო სფეროში ჩაერთო და სხვადასხვა პროდუქციას არეკლამებს საკუთარი ინსტაგრამგვერდის მეშვეობით.