ამისთვის არც ბევრი დრო დაგეხარჯებათ და არც ნერვები არ არის აუცილებელი, საახალწლო დეკორისთვის ბევრი ფული დახარჯოთ. შეგიძლიათ, ნაძვის ხის ორიგინალური სათამაშოები საკუთარი ხელითაც დაამზადოთ. ამისთვის არც ბევრი დრო დაგეხარჯებათ და არც ნერვები.
აიღეთ საქსოვი ძაფი, იმ ფერის, რა ფერის სათამაშოების დამზადებაც გსურთ. დაგჭირდებათ წებო ПВА ან ფქვილისგან მოდუღებული სახამებელი, ასევე გასაბერი ბუშტები , ბრჭყვიალა ფირფიტები ან მძივები სათამაშოების გასაფორმებლად. ეს უკანასკნელი სათამაშოების გასაფორმებლადაა საჭირო. ამიტომ ისინიც გემოვნებით შეარჩიეთ.
გაბერეთ იმხელა ბუშტი, რამხელაც გინდათ, რომ თქვენი სათამაშო იყოს. თუ დიდზე გაბერავთ, დიდი სათამაშო გამოგივათ, თუ პატარა ზომაზე გაბერავთ - პატარა.
გაბერილი ბუშტებს წაუსვით სქლად წებო. შემდეგ მასზე მჭიდროდ დაახვიეთ ძაფი, ისე, რომ ბუშტი თითქმის სულ დაიფაროს. შეიძლება, რომ ძაფი წინასწარაც დაალბოთ წებოში.
მას შემდეგ, რაც ბუშტს დაფარავთ, წებო გარედანაც წაუსვით. გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.
შემდეგ ბუშტი გახეთქეთ და ძაფებს შორის გამოაძვრინეთ.
გაუკეთეთ საკიდი და გააფორმეთ ბისერებით ან ბაფთებით.