სწრაფი ონლაინ სესხები ანუ გაციფრულების უპირატესობა
პირველ რიგში, გეტყვი რომ გაციფრულების გზის გავლა სფეისთან ერთად იქნება ძალიან მარტივი, სახალისო და სწრაფი, რადგან სფეისი არის საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი, რომელიც ცდილობს მოერგოს შენი ცხოვრების ზუსტად ისეთ ტემპსა და სტილს, როგორიც თავად გაქვს არჩეული.
ყოველდღიური ცხოვრება დღითიდღე უფრო მეტ გამოწვევას გვთავაზობს, უფრო მეტ რესურსს და ენერგიას გვართმევს და ჩვენც ყველაფერი სწრაფად, 24/7-ზე და მარტივად გვესაჭიროება, რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად და ზედმეტი თადარიგის დაჭერის გარეშე. კარგად ჟღერს არა? ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, საბუთების დასტისა და ფილიალებში სირბილის გარეშე, სასურველი სერვისის მიღება. სფეისი სწორედ ის ბანკია, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.
წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს ფული დაგჭირდა, მაგალითად ღამის 2 საათზე, მაშინ, როდესაც უკვე მეათე ონლაინ მაღაზიას ათვალიერებდი, ისე უბრალოდ , დროის გაყვანის მიზნით და უცბათ დაინახე ფეხსაცმელი, თანაც ფასდაკლებით, რომელიც ასე ძალიან გინდოდა. ბარათზე საკმარისი თანხა არ გაქვს, ფასდაკლებაც მალე დასრულდება, შენ კი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გსურს. გაციფრულების გზაზე სფეისის სწრაფი ონლაინ სესხია, რომელიც სწორედ ასეთ დროს 2 წუთში შეგიძლია აიღო. სურვილს აისრულებ და იმ მარტივი პირობებით, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, თანხას შენზე მორგებული გრაფიკით დაგვიბრუნებ:
• მოიფიქრე რამდენი გჭირდება, მიუთითე სესხის ყოველთვიური გადასახადის სასურველი რაოდენობა და გადაიანგარიშე საბოლოო გადასახდელი თანხა.
• დარეგისტრირდი პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან, გადაიღე სელფი, გადაუღე ფოტო პირადობას და გახსენი ანგარიში დისტანციურად.
• ონლაინ სესხის დამტკიცებისთანავე, რაც სულ რაღაც რამდენიმე წუთში მოხდება, დაადასტურე და თანხა ჩაგერიცხება შენს მიერ მითითებულ ნებისმიერი ბანკის ბარათზე.
• სფეის სწრაფი სესხის აღება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს
• სფეის მომენტალური სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 19%-იდან 50%-მდეა.
• სფეისონლაინ სესხებით სარგებლობისთვის უნდა იყო მინიმუმ 20 და მაქსიმუმ, 60 წლის
• სფეისში ამ ეტაპზე, მხოლოდ სამომხმარებლო სესხი გვაქვს.
• ონალინ სესხების გაცემის დროს ვითვალისწინებთ მომხმარებლის საკერდიტო რეიტინგს, შემოსავლებისა და ვალდებულებების მოცულობას, ასევე შიდა საბანკო კრიტერიუმებს.
• სფეის სესხით სარგებლობა მინიმუმ 1 (ერთი) და მაქსიმუმ 48 (ორმოცდარვა) თვით შეგიძლია.
• ონლაინ სესხის მინიმალური მოცულობა არის 1000, ხოლო მაქსიმალური - 50,000₾
• სფეის სწრაფი სესხით სარგებლობისთვის უზრუნველყოფა არ მოითხოვება
• ონლაინ სესხების დაფარვის სიხშირე ყოველთვიურია
• პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.2%-ია ყოველ დაგვიანებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41%-სა)
• აღებული სწრაფი სესხის დასმა შეგიძლია როგორც სფეის ბარათზე ასევე ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე, თვალის დახამხამებაში
• ორჯერ გადახდის შემდეგ, შეგიძლია ერთი გადახდის გამოტოვება
• სესხის აღებას სჭირდება 30 წამიდან 5 წუთამდე.
• არ იხდი წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საკომისიოს
თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, შენი არჩევანი სფეისის სწრაფ სესხზე შეჩერდება, გადმოწერე სფეის აპლიკაცია, სესხის ასაღებად აპლიკაციაში უნდა დააჭირო პლუს ღილაკს და მიჰყევი პროცესს.