მომენტალური სესხი, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის დროს გადაგარჩენს
ხანდახან არის ხოლმე ე.წ.„გამოუვალი მდგომარეობები“, როდესაც ფული გჭირდება და არ იცი, საიდან მოიტანო. თანამედროვე სამყაროში კი ხშირად არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ლოდინის დრო ან არ გვაქვს, ანდაც უბრალოდ არ გვინდა ველოდოთ. ზუსტად ასეთი ადამიანებისთვის არსებობს სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი. სესხის განაცხადის შევსების შემდეგ, პასუხს 30 წამიდან, მაქსიმუმ 5 წუთამდე მიიღებ.
წარმოიდგინე სიტუაცია, ხარ ბარში მეგობრებთან ერთად ლოქდაუნის დამთავრების ასაღნიშნავად. დალიეთ კოქტეილების პირველი რაუნდი. ამასობაში შეგხვდენენ დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრები და რათქმაუნდა, შემოგიერთდნენ. დალიეთ კოქტეილების შემდეგი რაუნდი და გვერდზე მაგიდაზე კიდევ ერთი ნაცნობი დაპატიჟეთ 100 გრამ ვისკიზე. ცოტახნით მუსიკაზეც იცეკვეთ. ასე გააგრძელეთ მონატრებულმა ხალხმა ერთად გართობა და დალევა. Სახლისკენ, ან თუნდაც სხვაგან -კლუბისკენ, წასვლის დრო რომ დადგა, ანგარიშიც მოითხოვეთ, პანდემიის შემდგომ ბარებში დალევა კი იმაზე ძვირი სიამოვნება გამხდარა ვიდრე ერთდროს გვახსოვდა, და შემოგაკლდა ფული. ასეთ დროს სფეისის ონლაინ სესხი ისეთივე მისწრებად შეიძლება ჩაითვალოს, როგორიც მეორე დილას ცივი ბორჯომის ბოთლია.
გადმოწერე სფეისის აპლიკაცია და აიღე სწრაფი ონლაინ სესხი
პირველ რიგში, თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა გადმოწერო სფეისის აპლიკაცია და შემოგვიერთდე. აპლიკაცია ხელმისაწვდომია Google Play Store- სა და Apple App Store- ში 24/7 და შეგიძლია გადმოწერო ამ ბმულით და ძალიან სწრაფად, პირადობის მოწმობით/პასპორტით და ერთი სელფის ატვირთვით დარეგისტრირდეთ. და ბარემ, სანამ სფეისში ხარ, შეუკვეთე სფეისის ბარათი, რადგანაც ყველა რესტორანში, კაფეში თუ ბარში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სფეისის ბარათით გადახდისას 5%-იანი ქეშბექია.
სფეისით ონლაინ სესხის აღება კი ძალიან მარტივი, სწაფი და მოსახერხებელია. მომენტალური სესხი შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აიღო. ანუ ეს ბარი, შეიძლება იყოს ბათუმში, თბილისში ან თუნდაც ბერლინში. რა თანხა დაგაკლდა ბარში მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც სფეისში შეგიძლია 100 დან 50 0000 ლარამდე სესხი აიღო. სფეისში ერთ სესხზე მეტვს ვერ აიღებ, მაგრამ თუ უკვე სარგებლობ სფეისის სწრაფი ონლაინ სესხით, შეგიძლიათ ძალიან მარტივად უბრალოდ ლიმიტი გაზარდო.
სესხის პირობები
თვეში რამდენს იხდი, და როდის იხდი, მაგასთავად წყვეტ.ვთქვათ და კიდევ შეგემთხვა გაუთვალისწინებელი რამდა ვერ ფარავ სესხის გადასახადს რომელიმე თვეში. ამ შემთხვევაში, შეგიძლია მარტივად გამოტოვო 1 თვის გადასახადი, და თანხას ჩვენ გადაგინაწილებთ დარჩენილ პერიოდებზე. სფეისში არ ვცნობთ საკომისიო გადასახადებს და ჯარიმებს, ამიტომ ონლაინ სესხში მხოლოდ იხდი შენ მოთხოვილ თანხას და პროცენტს. წინსწრებით თუ მოგინდა დაფარვა, არც ეგ არის პრობლემა, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაფარო სესხი, რაც მთავარია ჯარიმის გარეშე. სწრაფი ონლაინ კრედიტის მისაღებად, უნდა იყო მინიმუმ 20 წლის, ყოველთვიურად მინიმუმ 200 ლარის შემოსავლით, რომელზეც შეძლებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას. ეს შეიძლება იყოს ხელფასის, იჯარის ან დივიდენდის ჩარიცხვის დოკუმენტი.
ამიტომ შენ უბრალოდ მოიფიქრე რა თანხა გჭირდება, მიუთითე ონლაინ სესხის ყოველთვიური შენატანის სასურველი რაოდენობა და გადახდის დრო. პირობები თქვენ გვითხარი, ჩვენ კი ყველაფერს დაგიანგარიშებთ. მომენტალური სესხის დამტკიცებაზე კი მაქსიმუმ 5 წუთში მიიღებთ პასუხს.