ნიკა წულუკიძემ მეუღლესთან - თეკლა კოსტავასა და შვილებთან ერთად პატარა ფოტოსესია მოაწყო. ფოტოებს დიდი მოწონება ხვდა წილად. ტელეწამყვანის გამომწერები სესილიას მამას ამსგავსებენ, კიტას კი უწერენ, რომ უფრო დედიკოს ჰგავს.
როგორც ნიკამ აღნიშნა mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში, ცდილობს, კარგი მამა იყოს: "ყოველთვის ვცდილობ კარგი მამა ვიყო და არაფერი არ დავზოგო ჩემი შვილისთვის, რამე არ მოვაკლო, სულ უფრო და უფრო მეტი დრო დავუთმო მას. ბავშვთან გატარებული თითოეული წუთი შემდეგ მის მომავალზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხშირად ვიყო ჩემს შვილთან, ვითამაშოთ... დატვირთული რეჟიმის მიუხედავად დღე არ გასულა, რომ ნახევარი საათი მაინც არ გამეტარებინოს მასთან.