17 წლის ანი მუმლაძეს, რომელსაც ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
გვიამბობს მარიამ მუმლაძე:
- ანი 17 წლისაა, წელს ამთავრებს სკოლას... ძალიან დიდი გეგმები აქვს... უცებ ასეთი ცუდი მდგომარეობა დაატყდა თავს და ყველანაირად ცდილობს, გაუმკლავდეს დაავადებას.
თავიდან ყელის ძლიერი ტკივილები დაეწყო, საჭმელს ვერ ყლაპავდა, სიმშრალე ჰქონდა. თუ მოახერხებდა გადაყლაპვას, სასულეში სცდებოდა... ამიტომ მიაკითხეს ექიმს და დადგინდა კიდეც ეს მძიმე დიაგნოზი.
საქართველოში დრო იწელებოდა და შედეგი არაფერი არ ჰქონდა, რის გამოც გადაწყვიტეს თურქეთში წასვლა. ახლა იქ გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელიც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ანიმ ჭამა თუ ვერ შეძლო, მკურნალობას ვერ გააგრძელებენ, რის გამოც დამძიმდება სიტუაცია. მას ასევე ესაჭიროება ამპულა, რომელიც ყელში კეთდება და 12000 დოლარი ღირს...
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ანის მასწავლებლის, იზა შუბითიძის პოსტი:
"მე ანის მასწავლებელი ვარ... ჰო... ის ჩემი შვილია. ჩემი ლამაზი, ჭკვიანი და მერცხლისთვალება გოგო ანი 17 წლისაა და წელს სკოლას ამთავრებს... დიდი მიზნებით და ფერადი ოცნებებით. მას დაუდგინდა ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე და იმყოფება თურქეთში სამკურნალოდ. 35 000 დოლარია საჭირო მკურნალობის ხარჯების დასაფარად. სამწუხაროდ, ოჯახი ვერ ახერხებს ამ თანხის დაფარვას.
ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ ანის, რომ ის ჯანმრთელი და ბედნიერი დაგვიბრუნდეს...
- მას.. ბანკეტისთვის არ ემზადებითო? - მომწერა...
-არა ჩემო ლამაზო, ჩამოხვალ და ერთად ვიზეიმებთ სკოლის დამთავრებასაც და შენს გამარჯვებას...
მე ანის მასწავლებელი ვარ... დამიბრუნეთ ჩემი სიცოცხლით სავსე, მერცხლისთვალება გოგო. თქვენ ეს შეგიძლიათ, ადამიანებო".
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:
თბს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28TB7457745064300028
პირადი ნომერი: 25001034118
მიმღები მარი შუბითიძე