70 წელი "ცოლის ჩრდილში" - დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. - მშობლები

70 წელი "ცოლის ჩრდილში" - დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2021-04-09 13:52:27+04:00

ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი და უდა­ვოდ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქმა­რი, პრინ­ცი ფი­ლი­პი 99 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან შვი­დი ათწლე­უ­ლი თა­ვი­სი ცო­ლის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ მე­ო­რის ჩრდილ­ში გა­ა­ტა­რა - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC პრინც ფი­ლი­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

ცო­ლის ჩრდილ­ში ყოფ­ნა მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქმრის­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა და ის დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო.

ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. ცოლს უმე­ტე­სად "ლი­ლი­ბეთს", ან "საყ­ვა­რე­ლოს" ეძახ­და და ოჯახ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას ქმნი­და.

ფი­ლიპს ჰქონ­და პრინ­ცის სტა­ტუ­სი, ჰერ­ცო­გის ტი­ტუ­ლი, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი სტა­ტუ­სი დე­დოფ­ლის ქმრო­ბა გახ­ლდათ. დღეს კი, როცა გარ­და­იც­ვა­ლა, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის ამ სტა­ტუსს ღირ­სე­უ­ლად ატა­რებ­და.

წარ­მო­მავ­ლო­ბა

პრინ­ცი ფი­ლი­პი 1921 წლის 20 ივ­ნისს, სა­ბერ­ძნეთ­ში, ბერ­ძნე­ბი­სა და და­ნი­ე­ლე­ბის დიდ­გვა­რო­ვან­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ფი­ლი­პი იყო სა­ბერ­ძნე­თის პრინც ენ­დრი­უ­სა და ბან­ტენ­ბერ­გის პრინ­ცე­სა ელი­სის ერ­თა­დერ­თი ვაჟი. სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, 1922 წელს მის­მა ოჯახ­მა სა­ბერ­ძნე­თი და­ტო­ვა. სხვა­დას­ხვა დროს ცხოვ­რობ­დნენ საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ასე­ვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

mshoblebi

მო­ზარ­დი პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დი და მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სი ფი­ლი­პი

პრინ­ცე­სა ელი­სა­ბე­დი ჯერ კი­დევ13 წლის, ხოლო ფი­ლი­პი 18 წლის იყო, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. იმ დროს ფი­ლი­პი ახალ­გაზ­რდა სამ­ხედ­რო კა­დე­ტებ­ში ირი­ცხე­ბო­და. შეხ­ვედ­რა ისი­ნი 1939 წელს დარ­თმუზ­ში გა­ი­მარ­თა და მას მეფე ჯორჯ VI-ც ეს­წრე­ბო­და.

mshoblebi

ბრი­ტა­ნე­ლი ლედი პა­მე­ლა ჰიქ­სი იხ­სე­ნებს, ფი­ლი­პი ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ღმერ­თს ჰგავ­და და მო­ზარდ პრინ­ცე­სას ის ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. იხილეთ სრულად